ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობა
გსურს იდეალური ურთიერთობები? მაშინ, აირჩიე საუკეთესო მეწყვილე ჰოროსკოპის მიხედვით!
ვერძი
ვერძებს არავითარი დაბრკოლება არ აშინებთ. მიჩვეული არიან, თავიდან მოქმედებას, მერე კი ფიქრს და არჩევანის გაკეთებას. ურთიერთობაში სპონტანურობას და ემოციებს ეძებენ, სანაცვლოდ კი პარტნიორს ზღვა სიყვარულსა და ალერსს სთავაზობენ. თავიანთი მსგავსი მეწყვილე სჭირდებათ.
საუკეთესო საერთო თავსებადობა: ლომი, მშვილდოსანი
საუკეთესო თავსებადობა ურთიერთობებში: სასწორი
კურო
კუროები გაწონასწორებული, პრაქტიკული და სანდო ადამიანები არიან. სიჯიუტე ახასიათებთ, მაგრამ სხვების მოსმენა შეუძლიათ. ურთიერთობებში რომანტიკულები და მგრძნობიარეები, საყვარელი ადამიანის ერთგულები. ეძებენ ადამიანს, რომლის ნდობაც შეიძლება, რომელიც მუდამ მის გვერდით იქნება ყველაფრის მიუხედავად.
საუკეთესო საერთო თავსებადობა: ქალწული, თხის რქა
საუკეთესო თავსებადობა ურთიერთობებში: მორიელი
ტყუპები
ტყუპები ძალიან რთული და არაპროგნოზირებადი ნიშანია, არასოდეს იცი, მისი მრავალწახნაგოვანი პიროვნებიდან რომელი იჩენს თავს. ურთიერთობებში ეძებენ ვნებას და ემოციურობას. სჭირდებათ ადამიანი, რომელიც შთააგონებს და წინ წაწევის სტიმულს მისცემს.
საუკეთესო საერთო თავსებადობა: სასწორი, მერწყული
საუკეთესო თავსებადობა ურთიერთობებში: მშვილდოსანი
კირჩხიბი
კირხიბები შეიძლება რთულ ადამიანებად მოგეჩვენოთ, მაგრამ მათ მდიდარი შინაგანი სამყარო გააჩნიათ. ძალიან ემოციურები და მგრძნობიარეები არიან, გააჩნიათ ფანტაზიის დიდი უნარი. ძალიან ერთგულები არიან და იმავეს ითხოვენ პარტნიორისგან. სჭირდებათ მომთმენი ადამიანი.
საუკეთესო საერთო თავსებადობა: მორიელი, თევზები
საუკეთესო თავსებადობა ურთიერთობებში: თხის რქა
ლომი
ლომები მოწოდებით ლიდერები არიან, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. გარშემომყოფებს ჭირდებათ გამოცნობა, თუ რაზე ფიქრობს იგი, რადგან პირდაპირ ამბობს სათქმელს. მათ სჭირდებათ ამბიციური პარტნიორი, რომელსაც იუმორის გრძნობა გააჩნია და ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებს.
საუკეთესო საერთო თავსებადობა: ვერძი, მშვილდოსანი
საუკეთესო თავსებადობა ურთიერთობებში: მერწყული
ქალწული
ქალწულებს გონების ანალიტიკური წყობა აქვთ. პრაქტიკულები და შრომისმოყვარეები არიან. ძალიან ერთგულები - პარტნიორისგან იმავეს მოითხოვენ. მათთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მეწყვილესთვის მნიშვნელოვანი არიან. არ შეუძლიათ გრძნობების გამოხატვა, მაგრამ უყვართ მთელი გულით.
საუკეთესო საერთო თავსებადობა: კურო, თხის რქა
საუკეთესო თავსებადობა ურთიერთობებში: თევზები
სასწორი
სასწორები მშვიდობის მოყვარულები არიან. ვერ იტანენ მარტოობას, მუდმივად საინტერესო ადამიანებს ეძებენ, უყვართ ყველაფერი ლამაზი. არ უყვართ უსამართლობა და მუდამ მზად არიან ჩაგრულის დასაცავად. პარტნიორშიც ასეთივე თვისებები სჭირდებათ.
საუკეთესო საერთო თავსებადობა: ტყუპები, მერწყული
საუკეთესო თავსებადობა ურთიერთობებში: ვერძი
მორიელი
ამ ნიშნის წარმომადგენლები მშვიდები არიან, საიდუმლოს შენახვა შეუძლიათ. მათ სჭირდებათ მომთმენი პარტნიორი, რადგან დიდი დრო უნდა გავიდეს, სანამ მას მინდობიან ბოლომდე. ეძებენ გულწრფელ და ჭკვიან მეწყვილეს.
საუკეთესო საერთო თავსებადობა: კირჩხიბი, თევზები
საუკეთესო თავსებადობა ურთიერთობებში: კურო
მშვილდოსანი
თავისუფლების მოყვარულ მშვილდოსნებს არ უყვართ მითითებები. მუდმივად მოძრაობაში არიან, მოგზაურობენ, ახალს შეიცნობენ. საკმაოდ მხიარულები არიან და შესაფერისი პარტნიორი სჭირდებათ, ასეთივე გახსნილი და უდარდელი.
საუკეთესო საერთო თავსებადობა: ვერძი, ლომი
საუკეთესო თავსებადობა ურთიერთობებში: ტყუპები
თხის რქა
თხის რქა ყველაზე შრომისმოყვარე ნიშანია. სერიოზულები და მიზანდასახულები არიან, ამიტომაც აღწევენ წარმატებას კარიერაში. გრძნობების გამოხატვა არ ეხერხებათ, მაგრამ რკინის ფარდის მიღმა სანდო და დიდსულოვანი ადამიანი იმალება. სჭირდებათ გულწრფელი და მგრძნობიარე პარტნიორი, რომელიც მათ სიჯიუტეს მოთოკავს.
საუკეთესო საერთო თავსებადობა: კურო, ქალწული
საუკეთესო თავსებადობა ურთიერთობებში: კირჩხიბი
მერწყული
მერწყულებს მუდმივად გონების დასაძაბი სამუშაო სჭირდებათ, სხვაგვარად იწყენენ. დამოუკიდებლები არიან და ხანდახან განმარტოვება უყვართ. ეძებენ ადამიანს, რომელიც მათი სტიმული გახდება, არ გაუჭირდება საინტერესო საუბარი, პატივს სცემს მათ თავისუფლებას და შემოქმედებითი იქნება.
საუკეთესო საერთო თავსებადობა: ტყუპები, სასწორი
საუკეთესო თავსებადობა ურთიერთობებში: ლომი
თევზები
თევზები ძალიან კრეატიულები და მგრძნობიარეები არიან. შეუძლიათ სხვების თანაგრძნობა და მხარის დაჭერა, კარგი ინტუიცია აქვთ. ურთიერთობებში ღრმა ემოციური კავშირი სჭირდებათ, ცდილობენ პარტნიორს მაქსიმალურად ასიამოვნონ, მზრუნველები არიან და საპასუხოდაც იმავეს ითხოვენ.
საუკეთესო საერთო თავსებადობა: კირჩხიბი, მორიელი
საუკეთესო თავსებადობა ურთიერთობებში: ქალწული