გაღიზიანებთ კისერთან კუზი? სტატიაში შეიტყობთ, თუ როგორ შეიძლება მისი მოცილება

გაღიზიანებთ კისერთან კუზი? სტატიაში შეიტყობთ, თუ როგორ შეიძლება მისი მოცილება
ადამიანის სხეული ადვილად განიცდის დეფორმაციას. ყველაფერი გარემო პირობებზე, საკვებზე და ცხოვრების წესებზეა დამოკიდებული. ადამიანის ორგნიზმი სავსეა სიურპრიზებით, უდროო დროს და უადგილო ადგილებზე იცის პრობლემებმა თავის წარმოჩენა. მაგალითად, კისერზე თიაქრის გაჩენა, რომელიც ''ქვრივის კუზის სახელწოდებითაა'' ცნობილი, არა მარტო შესახედავადაა არაესთეტიკური, არამედ ჯანმრთელობისათვის სერიოზულ საშიშროებასაც წარმოადგენს.

სანამ ამ კუზის გაქრობას დაიწყებდეთ, აუცილებელია მისი წარმოქმნის მიზეზი გაარკვიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობას აზრი არ აქვს და შედეგსაც არ გამოიღებს.

გამომწვევი მიზეზებია:

ჰორმონალური ცვლილებები.
45 წელს ზემოთ ქალები იმყოფებიან კუზის გაჩენის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. ასეთ დროს რეკომენდირებულია ექიმის დანიშნულებით პრეპარატების მიღება.

გენეტიკური ფონიც დიდ გავლენას ახდენს ამ მოვლენაზე. კისრის მეშვიდე მალაზე ცხიმგროვის გაჩენა წარმოქმნის ზემოთხსენებულ პრობლემას. თუ გენეტიკურად ამ რისკის ქვეშ იმყოფებით, სასურველია ზომები წინასწარ მიიღოთ. რათა სამომავლოდ თავიდან აირიდოთ ეს დაავადება. შეგიძლიათ პროფილაქტიკურ საშუალებებს მიმართოთ.

კისრის ოსტეოპოროზი.
ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი - ამ უსიამოვნო წარმონაქმნის გაჩენის კიდევ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. გამუდმებით ერთ პოზაში ყოფნა იწვევს მალათაშორის დისკების დისტროფიულ ცვლილებებს და წარმოქმნის კუზს. დაავადება ძირითადად უძრაობისაგან ჩნდება და ასევე არასრულფასოვანი კვებისაგან.

ასევე არაა სასურველი ძლიერი ფიზიკური დატვირთვაც. სპორტულად ცხოვრება, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს. ზომაზე მეტი დატვირთვა ადრე თუ გვიან თავის უარყოფით შედეგს გამოიღებს - ასეთ შემთხვევაში კისრის კუნთები იწყებს გამკვრივებას და ყალიბდება კუზი.

ხერხემლის ტრავმები. დაზიანებები, ტრავმები, ბზარები - ყოველივე ამან შეიძლება კუზი გააჩინოს. ამიტომ გახსოვდეთ, ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო ხერხემლის დაზიანებისას და ტკივილისას მიმართეთ ექიმს.

ახლა კი გასწავლით ვარჯიშებს, რომელიც თქვენს ხერხემალს მოიყვანს მწყობრში და დაგეხმარებათ კუზის გაქრობაში: