ეს მალამო, რომელიც თეთრები ღირს, საუკეთესოა კანის გასაწმენდად და გასაახალგაზრდავებლად!

ეს მალამო, რომელიც თეთრები ღირს, საუკეთესოა კანის გასაწმენდად და გასაახალგაზრდავებლად!
ვიშნევსკის მალამო, ან ბალზამური ლინიმენტი - უძლიერესი ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი საშუალებაა. მაგრამ ცოტა ვინმე თუ აქცევს მას ყურადღებას აფთიაქში. არადა, ამ პრეპარატის წყალობით კანის სერიოზული პრობლემების გადაწყვეტაა შესაძლებელი< თანაც ის ძალიან იაფი ღირს.

ვიშნევსკის მალამო მუწუკებისთვის

ეს მალამო, რომელიც თეთრები ღირს, საუკეთესოა კანის გასაწმენდად და გასაახალგაზრდავებლად!

ქირურგმა, ალექსანდრ ვიშნევსკიმ, 1927 წელს არყის კუპრის, ქსეროფორმისა და აბუსალათინის ზეთის შერევით მიიღო ნარევი მალამოს სახით, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქციები გააჩნია. არყის კუპრი ქსოვილებში სისხლის მიდინებას აძლიერებს, ქსეროფორმის ფხვნილი ანტისეპრიკური თვისებებით გამოირჩევა, აბუსალათინის ზეთი კი სხვა ნივთიერებებს ეხმარება კანში უკეთ შეღწევაში.



მომწიფებული ფურუნკულისა და კარბუნკულის სამკურნალოდ, მალამოში დამბალი რამდენიმე ფენა მარლა მიიდეთ. ატარეთ ეს სამაგრი მთელი დღე, შემდეგ მოიხსენით და სპირტით გაიწმინდეთ. მალამოს ეფექტურად გამოჰყავს ჩირქი.

ჩაატარეთ ეს პროცედურა უქმე დღეს, როცა არსად ხართ გასასვლელი. არ გამოდევნოთ მუწუკი!

მალამოს კარგად გამოჰყავს მტკივანა, ე.წ. კანქვეშა მუწუკები. გაიკეთეთ ვიშნევსკის მალამოს საფენი და დაიტოვეთ მთელი ღამით. დილით აღმოაჩენთ, რომ სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ვიშნევსკის მალამო შესანიშნავია ნაწოლებისთვის, რადგან ქსოვილებში სისხლის ცირკულაციას აძლიერებს.



ტროპიკული წყლულის განკურნება, რომელიც დიაბედით დაავადებულებს ხშირად უჩნდებათ ფეხებზე, ასევე შესაძლებელია ვიშნევსკის მალამოს დახმარებით. მალამო ნერვულ დაბოლოებებს ასტიმულირებს, კანი რეგენერაცია ჩქარდება და წყლული თანდათანობით შუშდება.

დამწვრობასა და გაყინვას კი ამ მალამოს საშუალებით ჯერ კიდევ დიდი სამამულო ომის დროს კურნავდნენ. კანი უფრო სწრაფად ხორცდება ნაწიბურების გარეშე.



უახლესი ანტიბიოტიკების გამოყენებით, ქირურგებმა დაივიწყეს ვიშნევსკის მალამო და პაციენტებს იშვიათად უნიშნავენ. მაგრამ ყოფაში ის დღემდე შეუცვლელია და თითოეულ ოჯახში უნდა იყოს. ჯერ ერთი, ამ საშუალებას გამოყენების ფართო სპექტრი აქვს, მეორეც - სწორი გამოყენებით იგი ზიანს არ აყენებს.