მეორე სიცოცხლე უსარგებლო ნივთებისთვის: 13 ხრიკი

მეორე სიცოცხლე უსარგებლო ნივთებისთვის: 13 ხრიკი
ყოველ სახლში მოიპოვება უსარგებლო ნივთების გროვა, რომლების გადაყრაც გენანება, მაგრამ როგორ დაუბრუნო მათ სიცოცხლე - გაუგებარია. შედეგი კი მუდამ ასეთია - დევს ნივთები მკვდარი ტვირთივით, იკავებს სივრცეს და გუნებას უფუჭებს დიასახლისს. გადახედეთ ჩვენს მასალას და თქვენს ნივთებსაც - დარწმუნებული ვართ, რაიმე სასარგებლოს აუცილებლად ამოიკითხავთ და გამოიყენებთ. 13 საოცარი ხრიკი დაგეხმარებათ, შესძინოთ მეორე სიცოცხლე უსარგებლო ნივთებს. მაშ ასე:

მტვერსასრუტის პირი

მეორე სიცოცხლე უსარგებლო ნივთებისთვის: 13 ხრიკი

თუ რაიმე წვრილი ნივთი დაგეკარგათ, ეს ხრიკი დაგეხმარებათ. აიღეთ ჩვეულებრივი მტვერსასრუტი, მილის ბოლოს კი ძველი კოლჰოტები ჩამოაცვით. ამის შემდეგ მოუსვით ყველა კუთხეში. ნივთი ამ იმპროვიზირებულ ფილტრზე მიეკრობა.

ცარიელი ბოთლები და ქილები



ბავშვთა კვების ქილებისგან შეგიძლიათ დაამზადოთ შესანიშნავი მოწყობილობა ძნელადმოსაშორებელი ფრჩიხლის ლაქისთვის. დაახვიეთ ღრუბლისგან რულონი, მოათავსეთ ქილაში, ჩაასხით ლაქის მოსაცილებელი სითხე. ამ მოწყობილობის გამოყენება რამდენჯერმე არის შესაძლებელი, უბრალოდ დააფარეთ თავსახურავი, რათა სითხე არ აორთქლდეს.



კეტჩუპის ბოთლისგან თხევადი ცომის შესანიშნავი დოზატორი მზადდება. თქვენი ბლინები მუდამ თანაბარი ზომის და იდეალურად მრგვალი გამოვა, როგორც რესტორნებში.



ცარიელი პლასტმასის ბოთლი - ეს გახლავთ ყველაზე მარტივი საშუალება ცილის კვერცხის გულისგან განსაცალკევებლად.



ჩაის თუნუქის ცარიელი კოლოფების გადაყრა მუდამ დასანანია მათი სილამაზის გამო. შეგიძლიათ მათ მეორე სიცოცხლე შესძინოთ და არომატული სანთლები დაამზადოთ.



შოკოლადის ცარიელ ყუთში დანაყოფების მიხედვით სხვადასხვა წვრილმან ნივთებს შეინახავთ.



ქაღალდის ხელსახოცების ცარიელ ყუთში მოათავსებთ ცელოფნებს.



”ტიკ-ტაკის” პატარა კოლოფებში მარილის, წიწაკის ან სხვა სუნელების შენახვა შესანიშნავი იდეაა, თუ სადმე გამგზავრებას აპირებთ და გსურთ ეს ყველაფერი თან იქონიოთ.

შეფუთვა



წინდა შესანიშნავად დაიცავს ფაქიზ ნივთებს, თუ ახალ სახლში აპირებთ გადასვლას.



გამოსაცხობი ქაღალდები, სასაჩუქრე შესაფუთი რულონები ან პოსტერები რომ არ გაიშალოს ან დაიკუჭოს, გამოიყენეთ მუყაოს ქაღალდი, რომელიც ფიქსატორის როლს შეასრულებს.

დამსხვრეული კერამიკა



ახალი სერვიზი დაგემსხვრათ? გამოსცადეთ ძალები დეკუპაჟში. ნამსხვრევებისგან შეგიძლიათ მოზაიკური პანო დაამზადოთ და მორთოთ მაგიდა.



ყვავილის დამსხვრეული ქოთნები მოგემსახურებათ ბაღში - დააწერეთ მათზე მცენარეების სახელწოდებები და ჩარგეთ მიწაში მათთან ერთად.