იდეალური წესრიგი 5 წუთში: 10 ხრიკი მათთვის, ვისაც სახლის დალაგებისთვის არ სცალია

იდეალური წესრიგი 5 წუთში: 10 ხრიკი მათთვის, ვისაც სახლის დალაგებისთვის არ სცალია
ცხოვრების თანამედროვე რიტმში ჩვენ სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება დასვენებისთვის, ამიტომ დიასახლისები იტანჯებიან საშინაო საქმეების გამო. რთული სამუშაო დღის შემდეგ დასვენება გსურს და არა სახლლის წესრიგში მოყვანა. FACEPAPARAZZI გთავაზობთ 10 ეშმაკურ ხერხს, რომელიც დალაგებას მინიმუმამდე დაიყვანს და ამასთან სახლში იდეალურ სისუფთავეს შექმნის. სტუმრების მოსვლამდე 5 წუთით ადრე შეძლებთ გამკლავებას! დაიინტრიგდით? მაშინ წაიკითხეთ სტატია!

  1. დაუთმეთ 5 წუთი სახლის ყველაზე პრობლემურ ზონებს, გადაარჩიეთ ნივთები, რომლებსაც ვინმესთვის გაიმეტებთ ან აგარაკზე წაიღებთ.

  2. დადექით ოთახის ცენტრში და შეხედეთ, რომელ ადგილებშია მეტი მტვერი. მტვრის მომენტალურად გადაწმენდა შესაძლებელია ძველი წინდების მეშვეობით.

    იდეალური წესრიგი 5 წუთში: 10 ხრიკი მათთვის, ვისაც სახლის დალაგებისთვის არ სცალია

  3. სატელევიზიო რეკლამის დროს შეაგროვეთ ყველაფერი, რაც სხვა ოთახებიდან მოიტანეთ: ჭიქები, მაკრატელი, საცხი და ა.შ.

  4. კერძის მომზადების დასრულებისთანავე ჩაალბეთ ქვაბები და ტაფები წყალში.

  5. გადაწმინდეთ მაგიდა, რათა მასზე ლაქები არ წარმოიქმნას. თუ ოთახში რაიმე შემოგაქვთ (გაზეთი, თეფში) მალევე წაიღეთ უკან.

  6. შემოსასვლელთან ნუ დადგამთ კომოდს ან პატარა მაგიდას, სხვაგვარად მათზე მუდამ ათასი უსარგებლო ნივთი მოიყრის თავს.



  7. დააყენეთ ტაიმერი დალაგებისას 30-40 წუთზე რათა სხვა რამეზე არ გადაერთოთ და თითო ოთახზე დიდი დრო არ დახარჯოთ.

  8. პატარა ნივთები: ლეგო, პაზლები და კონსტრუქტორები შეგიძლიათ ჯაგრისით სწრაფად მოათავსოთ აქანდაზში.



  9. დაალაგეთ სააბაზანო - ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მარტოდ დარჩენილი ადამიანი უკეთ აკვირდება სისუფთავეს.

  10. ხშირად მიიწვიეთ მეგობრები. მათი სტუმრობა - შესანიშნავი სტიმულია სახლის დასალაგებლად.