ნუ გადაყრით პლასტმასის კონტეინერებს, მოათავსეთ ღუმელში... 3 წუთის შემდეგ გაოცებას ვერ დამალავთ!

ნუ გადაყრით პლასტმასის კონტეინერებს, მოათავსეთ ღუმელში... 3 წუთის შემდეგ გაოცებას ვერ დამალავთ!
ყოველი დიასახლისი იღწვვის შინ იდეალური სისუფთავისკენ და წესრიგისკენ, ამიტომ ყველა ქალი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს ზედმეტი ნაგვისგან. მაგრამ ნუ იქნებით ასეთი კატეგორიული, მაგალითად, პლასტმასის კონტეინერების შესანხვა ნამდვილად ღირს.

დღეს ჩვენ გაგანდობთ საიდუმლოს, თუ როგორ მოვამზადოთ ერთი საყვარელი ნივთი პლასტმასის კონტეინერისგან. ბავშვები ამ იდეით აღფრთოვანებული დარჩებიან, და სხვათა შორის, შეგიძლიათ ერთობლივად მათთან დაამზადოთ იგი.

პლასტმასის ნაკეთობები


საჭირო მასალა
  • პლასტმასის კონტეინერი
  • მაკრატელი
  • სახვრეტელა
  • ფერადი პერმანენტული მარკერები

სამუშაო პროცესი

გამოჭერით კონტეინერის ძირი. დაგჭირდებათ მხოლოდ ბრტყელი ნაწილი.


ამობეჭდეთ ნებისმიერი კონტურული ნახატი. შეგიძლიათ ამ მიზნისთვის გასაფერადებელი გამოიყენოთ.


გადახატეთ პლასტმასზე ნახატი პერმანენტული მარკერების მეშვეობით. გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო ჯამში ფიგურის ზომა 70%-ით შემცირდება. ამიტომ, ნახატი დიდი უნდა იყოს.


სახვრეტელას მეშვეობით გააკეთეთ მცირე ნასვრეტი ნახატზე და კონტურის მიხედვით გამოჭერით ფიგურა.


გააცხელეთ აირღუმელი 165 გრადუსზე, მოათავსეთ პლასტმასის ფიგურები და გამოაცხვეთ 3 წუთის განმავლობაში.


გამოცხობის შემდეგ ყოველი ფიგურა უფრო მყარი და გლუვი გახდება. ახლა უკვე შეგიძლიათ მიამაგროთ სამაჯურს სამკაულის სახით.


ასევე, შეგიძლიათ ამ ფიგურებით მორთოთ ნაძვის ხე.