აი რა არის „მაკფლურის“ არაჩვეულებრივი ფორმის კოვზის საიდუმლო!

აი რა არის „მაკფლურის“ არაჩვეულებრივი ფორმის კოვზის საიდუმლო!
მაკდონალდსი ყველამ იცის. დღეს ამ სწრაფი კვების რესტორნებს სად აღარ ნახავთ, მსოფლიოს დიდ ქალაქებსა თუ სხვადასხვა მხარეში. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს თავისი მუდმივი და ასეთი კვების მოყვარული მუშტარი ჰყავს.

ბევრი მათგანი აქ შვილებთან ერთად მოდის. აი ამიტომაც არის ასეთი პოპულარული სხვადასხვა დესერტი. ყველზე უფრო ბავშვებსაც და უფროსებსაც „მაკფლურის“ ნაყინი მოსწონთ. ალბათ ბევრ მათგანს, ვისაც ეს ნაყინი მოუთხოვია, ერთხელ მაინც უფიქრია, ნეტა ამ კოვზს ასეთი უცნაური ფორმა რატომა აქვსო? დღეს მზად ვართ, ყველაზე ცნობისმოყვარეებს :მაკფლურის“ კოვზის უცნაური ფორმის საიდუმლო გავუმხილოთ.

ქსელში დიდიხანია ცხარედ კამათობენ, რატომა აქვს ასეთი უცნაური ფორმა ამ კოვზს.

აი რა არის „მაკფლურის“ არაჩვეულებრივი ფორმის კოვზის საიდუმლო!

ვიღაცას ჰგონია, რომ ასეთი სქელი ტარი იმიტომა აქვს, რომ პლასტმასის კოვზი უფრო მყარი იყოსო. უნდა ითქვას, რომ ამ მოსაზრებამ ბევრი კრიტიკა გამოიწვია. მომხმარებლები ერთხმად ამტკიცებენ, რომ დესერტს ჩვეულებრივი ერთჯერადი კოვზითაც სულ იოლად შეჭამთო.



ერთმა ექპერიმენტის მოყვარულმა სცადა, კოვზის ტარი ჩალის ღეროსავით გამოეყენებინა, მაგრამ ტარიდან ნაყინის შეწოვა არ გამოუვიდა.

კითხვაზე პასუხის გაცემა მოისურვა ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც ამ საკითხს ძალიან სერიოზულად მოეკიდა. მომხმარებელს ჰქონდა ტექნიკური განათლება და ეყრდნობოდა რა მიღებულ ცოდნას, გამოთქვა მოსაზრება, რომ პლასტმასის ჩვეულებრივი ფორმის კოვზი ფაფუკ ნაყინში მაშინვე ჩაიძირებოდაო. გარდა ამისა, დასძინა მან, კვადრატული ტარის წყალობით, კოვზი ხელში უფრო იოლი დასაჭერია, ხოლო ფუყე კონსტრუქცია ტარს ამყარებს და თანაც გათბობის საშუალებას არ აძლევსო.



კრიტიკოსებმა მისი პოზიციაც მიწასთან გაასწორეს და კამათი ალბათ დიდხანს გასტანდა, მაგრამ მაკდონალდსის თანამშრომელი გამოგვეხმაურა და კოვზის საიდუმლო გაგვიმხილა.

აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო! თურმე კოვზის ტარის ასეთი ფორმა დესერტის მოსამზადებლას სჭირდებოდათ. ჭიქებში ასხამენ რბილ ნაყინს, ავსებენ კანფეტით ან ტკბილი ვაჟინით. ამის შემდეგ, დებენ შიგ კოვზს, რომლის ფუყე ტარს ათავსებენ სპეციალური მანქანის ხვრელში და ურევენ დესერტს. შედეგად, კოვზი რჩება ჭიქაში და ასე მიართმევენ ხოლმე შემოსულ სტუმარს.

აი ვიდეოც, პირდაპირ მაკდონალდსიდან მოტალი ვიდეოც, რომელიც ამტკიცებს, რომ მისმა თანამშრომელმა სიმართლე გვითხრა,. აი ასე ამზადებენ „მაკფლურს“.
აი ახლა უკვე იცით უცნაური კოვზის საიდუმლო და შეგიძლიათ მოუყვეთ თქვენს პატარა „რატომელებს“.