შინაგანი ორგანოების გაწმენდა ტოქსინებისგან არც ისე რთულია! გაიახალგაზრდავეთ ორგანიზმი 5 წლით

შინაგანი ორგანოების გაწმენდა ტოქსინებისგან არც ისე რთულია! გაიახალგაზრდავეთ ორგანიზმი 5 წლით
ჩვენ მივეჩვიეთ ყოველ საღამოს საკუთარი კანის, თმისა და სხეულის გაწმენდას. ცნობისთვის, ჩვენი შინაგანი ორგანოები არანაკლებ ბინძურდება, თუმცა რატომღაც ჩვენ ამ ფაქტს საკმარის ყურადღებას არ ვუთმობთ, რის შედეგადაც ვიზიანებთ ჯანმრთელობას. ჩვენს ორგანიზმში და შინაგან ორგანოებში კილოგრამობით ტოქსიკური ნივთიერებები გროვდება. როგორც წესი, პრობლემის გადასაჭრელად სააფთიაქო საშუალებებს ან ხალხურ მეთოდებს მივფართავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ერთი ჭიქა სამკურალო სასმელის დახმარებით ორგანიზმის მთლიანად გაწმენდაა შესაძლებელი.

ორგანიზმში არსებობს საკმაოდ დიდი მექანიზმი, რომლის ფუნქციაც აქ დაგროვებული ტოქსინებისა და წიდების ლიკვიდირებაა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე ორგანო ან შარდგამომყოფი სისტემა სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს, საჭირო ხდება ჩვენი ჩარევა.



დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია მოგცემთ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია, რათა ორგანიზმმა შეუფერხებლად აწარმოოს დეტოქსიკაციის პროცედურები. ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში თქვენ დაიზღვევთ თავს ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებისგან, კანთან დაკავშირებული პრობლემებისგან, თავის ტკივილისგან, ქრონიკული დაღლილობისგან და ა.შ.

ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისგან

თირკმელები
სწორედ თირკმელების მეშვეობით გამოიდევნება ორგანიზმიდან ტოქსინების დიდი ნაწილი. ამ ორი უმნიშვნელოვანესი ორგანოს დაბინძურებაზე მეტყველებს შემდეგი ნიშნები: სიმძიმის განცდა ფეხებში, ცივი ოფლის გამოყოფა, კიდურების შეშუპება და ა.შ. იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ თირკმელებს გამართულად ფუნქციონირებაში, აუცილებელია გაამდიდროთ კვების რაციონი ხილით. ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალსა და კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმს დეტოქსიკაციის პროცედურების წარმოებაში.

ყველაზე გამოცდილი ექიმებიც კი გვირჩევენ, რომ მივირთვათ დიდი რაოდენობით კენკრა და ხილი, განსაკუთრებით კი საზამთრო, თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების დროს.



ღვიძლი
ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო - ღვიძლი. ცხიმში ხსნადი ტოქსინები თავდაპირველად გადამუშავდება ღვიძლში, ხოლო შემდეგ გამოიდევნება თირკმელების მეშვეობით. თუ ამ ორგანოს ფუნქციონირება დარღვეულია, მავნე ნივთიერებები არა გამოიყოფა გარეთ შესაბამისი გზებით, არამედ ხვდება სისხლში და ვრცელდება მთელ ორგანიზმში.

იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ ღვიძლს გამართულად ფუნქციონირებაში, აუცილებელია მიირთვათ დიდი რაოდენობით მწვანილები. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა განაცხადოთ უარი მოწევაზე და ალკოჰოლის მიღებაზე.



მსხვილი ნაწლავი
უამრავი ინგრედიენტი, რომლითაც თანამედროვე პროდუქტებია გაჯერებული, განსაკუთრებით კი ნახევრადფაბრიკატები, ეფინება მსხვილი ნაწლავის კედლებს, რაც ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს ფუნქციონირების დარღვევას განაპირობებს. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუ თქვენ გაამდიდრებთ კვების რაციონს შემდეგი ბოსტნეულით: კომბოსტო, ბროკოლი და ისპანახი. გარდა ამისა, რეკომენდირებულია ყოველდღიურად მწვანე ჩაის მიღება.



კუჭქვეშა ჯირკვალი
საკმაოდ ხშირად კუჭქვეშა ჯიკრვალს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ, რაც უპატიებელი შეცდომაა. სწორედ ეს ჯირკვალი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. იმისათვის, რომ აღვიდგინოთ და გავიუმჯობესოთ კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირება, აუცილებელია ყოველ დილით მივირთვათ დიდი რაოდენობით ანანასი და ციტრუსები. გარდა ამისა, რეკომენდირებულია B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი ბოსტნეულის ჩამატება საკუთარ კვების მენიუში. ასეთი ბოსტნეულია: სატაცური, ისპანახი, ოსპი და ა.შ.



სწორედ ზემოთ მოცემული რეკომენდაციების დახმარებით თქვენ შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას დაგროვებული ტოქსინებისგან, წიდებისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან. ამ გზით თქვენ გაიუმჯობესებთ შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.