მანდარინის კანი უდიდეს ძალას ფლობს! 7 რეცეპტი, რომელიც უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ

მანდარინის კანი უდიდეს ძალას ფლობს! 7 რეცეპტი, რომელიც უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ
მანდარინის კანს ძალზედ არომატული სურნელი აქვს! ეს ძლიერი არომატი სადღესასწაულო განწყობას გვიქმნის. იცოდით, რომ მანდარინის კანი, რომელსაც ჩვეულებისამებრ ნაგვის ურნაში ვისვრით, ჩვენი ჯანმრთელობისთვის უამრავ სასარგებლო თვისებას ფლობს?

მანდარინის კანი

გამოყენება სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის
  1. დისბაქტერიოზის ან საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს
    გამოაშრეთ მანდარინის კანი და დაფქვით ყავის საფქვავის გამოყენებით. მიღებული მონარინჯისფრო ფხვნილი ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზის ოდენობით სასურველ კერძში. ეს საშუალება დაგეხმარებათ მეტეორიზმის დამარცხებაში და კუჭთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში.



  2. ბრონქიტის დროს
    2 სუფრის კოვზ გამომშრალ კანს დაასხით 1,5 ჭიქა (300 მლ) მდუღარე წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე 5 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით ნახარში ცეცხლიდან და დააყოვნეთ 1 საათის განმავლობაში. მიღებული სასმელი მიირთვით ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით დღეში 3-კერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.



  3. მშრალი ხველის დროს
    2 სუფრის კოვზ მანდარინის გამომშრალი კანის ფხვნილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და შეინახეთ ბნელ ადგილას 1 კვირის განმავლობაში და შემდეგ გაფილტრეთ. მიღებული საშუალება ჩაამატეთ 20 წვეთის ოდენობით მცირეოდენ წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. მანდარინის კანში შემავალ ეთერზეთებს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე!

  4. გაციების დროს
    ერთი მუჭა მანდარინის კანი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ჩაიტარეთ ინჰალაცია. არ გახვიდეთ სიცივეში ამ პროცედურიდან მომდევნო 1 საათის განმავლობაში.



  5. ფეხის სოკოს დროს
    საკმარისია დაინფიცირებული კანის დამუშავება მანდარინის კანით დღეში 2-ჯერ, რათა ხანმოკლე დროში შეძლოთ ფეხის სოკოს დამარცხება.



  6. გადაღლილობისა და უძილობის დროს
    დააქუცმაცეთ მანდარინის ახალი კანი, ჩაყარეთ პოლიეთილენის პარკში და ისუნთქეთ 15 წუთის განმავლობაში. ეს მეთოდი ძალზედ ეფექტურია არა მხოლოდ უძილობის დასამარცხებლად, არამედ თავის ტკივილის დასამარცხებლადაც. მანდარინში შემავალი ეთერზეთების არომატული სურნელი დაგეხმარებათ სტრესის, დეპრესიისა და გადაღლილობის დამარცხებაში.



  7. ამაღლებული წნევისა და არითმიის დროს
    1 ჭიქა დაქუცმაცებულ კანს დაასხით 3 ლიტრი წყალი. მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და დააყოვნეთ ნარევი 1 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ ის და მიიღეთ თბილი აბაზანა დაძინებამდე 15 წუთით ადრე.



გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!