მუცლის შებერილობა: პრობლემის გადაჭრის 8 ბუნებრივი საშუალება

მუცლის შებერილობა: პრობლემის გადაჭრის 8 ბუნებრივი საშუალება
ჯანჯაფილი არა მარტო ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, არამედ ხელს უწყობს კალორიების დახარჯვას და შედეგად, ჩვენს გახდომასაც. იმას, ვისაც მუცლის შებერილობა აწუხებს, ვურჩევთ თავის რაციონში ჯანჯაფილი შეიტანოს. მუცლის შებერილობა მხოლოდ ესთეტური დისკომფორტი არ არის.

საერთოდ, მუცლის შებერილობას საჭმლის მონელების დარღვევა იწვევს, რაც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს პროვოცირებული: ისეთი პროდუქტების მიღებით, რომელთა ერთად მიღება სასურველი არ არის, ზედმეტი ჭამითა და ა. შ.

ზოგი ჩვენგანი ძნელად ინელებს ამა თუ იმ პროდუქტს: მაგალითად, ლობიოსა და ლობიოსნაირებს, ხორცს ანდა რძის პროდუქტს.

ზოგჯერ შებერილი მუცელი მენსტრუალური პროცესის წინმსწრები სინდრომია ანდა ნაწლავებში დაგროვილი გაზებისა.

მუცლის შებერილობის საწინააღმდეგოდ უამრავი სამედიცინო პრეპარატი არსებობს, რომელიც ამ პრობლემის დაძლევაში გვეხმარება.

სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ მედიკამენტოზური მკურნალობა საუკეთესო გამოსავალია, რადგან ბევრი მათგანი ქიმიურ ნივთიერებასაც შეიცავს, რომელიც არასასურველ გვერდით მოვლენებს იწვევს.

ნუ წაიხდენთ გუნებას, რადგან მედიკამენტების გარდა, არის სხვადასხვა ბუნებრივი საშუალებაც, რომელიც თქვენს შებერილ მუცელს უშველის და თანაც არასასურველ გვერდით მოვლენებსაც არ გამოიწვევს. გინდა გაიგო, ეს რა საშუალებაა?

წყალში გარეული ვაშლის ძმარი.

მუცლის შებერილობა შეიძლება არასწორი კვებით იყოს გამოწვეული: მაგალითად, თუ ბევრი საკვები მიიღეთ და კუჭი ზედმეტად გადატვირთეთ ანდა ორგანიზმში ბუნებრივი рН- ს ბალანსი დაგერღვათ და კუჭში მჟავიანობამ ძალიან მოიმატა.

წყალში გახსნილი ვაშლის ძმარი ხელს შეუწყობს ჩვენი ორგანიზმის გამორეცხვას და დაბლა დასწევს მჟავიანობას, რაც ჩვენი ორგანიზმის ყველა ორგანოსა და სისტემას ნორმალური მუშაობის საშუალებას მისცემს. შედეგად მდგომარეობა უმჯობესდება და პრობლემა გავიწყდება.

მომზადების წესი:

1ჭიქა წყალში ჩაასხი 1ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. დალიე ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

დარიჩინის ნაყენი

მუცლის შებერილობა: პრობლემის გადაჭრის 8 ბუნებრივი საშუალება

დარიჩინი დამამშვიდებლად მოქმედებს ჩვენს საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ეს გაგათავისუფლებთ მუცლის შებერილობისგან და გაზებისგან.

დაყენების წესი

აიღე პატარა ქვაბი და ჩაასხი შიგ 1 ჭიქა წყალი, დაუმატე 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, დადგი ცეცხლზე და წამოადუღე. ამის შემდეგ, გადმოდგი ცეცხლიდან და 10 წუთი ასე გააჩერე. ამის მერე, ჩაუმატე ნაყენში ცოტა თაფლი და დალიე.

გვირილის ჩაი

გვირილის ჩაი აცხრობს ანთებით პროცესს, აჯანსაღებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და აყუჩებს კუჭის ტკივილს.

დაყენების წესი

ჩაყარე პატარა ქვაბში 2 ჩაის კოვზი გვირილის ფურცელი, დაასხი 1 ჭიქა წყალი და ადუღე 15 წუთი. ამის შემდეგ გადმოდგი და დააცადე, რომ დაიწმინდოს. დალევა რეკომენდირებულია ჭამის შემდეგ.

ჯანჯაფილის ჩაი

ჯანჯაფილი კარგად არის ცნობილი თავისი ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო თვისებით; ის აცხრობს კუჭის ტკივილს, შველის გულისრევას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

ჯანჯაფილის ჩაი გვეხმარება წონის დაკლებაში, რადგან ის ამჯობესებს ჩვენი ორგანიზმიდან სითბოს გამოყოფას, რის გამოც ვხარჯავთ მეტ ენერგიას და შესაბამისად, ვიკლებთ წონაში.

დაყენების წესი

ჩაის დასაყენებლად აიღე ნახევარი ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი, დაასხი 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და სანამ დალევდე, გააყენე 10 წუთი.

სელის თესლი



სელის თესლი მდიდარია უჯრედებით და ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით. მათი წყალობით გვიუმჯობესდება საჭმლის მონელება. სელის თესლი გაგათავისუფლებთ შებერილი მუცლისა და გაზებისგან.

დაყენების წესი

ჩაალბე 1 ჩაის ჭიქა წყალში სელის თესლი მთელი ღამის განმავლობაში. დილას შეჭამე თესლი და დააყოლე ჭიქაში დარჩენილი ნაყენი.

პომიდორი
პომიდორი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ის წმენდს ჩვენს ორგანიზმს, ათავისუფლებს მას შლაკებისგან და აუმჯობესებს ჩვენი შინაგანი ორგანოების მუშაობას.

პომიდვრის რეგურალური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმების დაწვას.

მომზადების წესი

ამ რეცეპტის მოსამზადებლად საჭიროა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი პომიდორი (5ც.) და ნახევარი ჭიქა წყალი.

ჩაყარე ზემოთქმული ინგრედიენტები ბლენდერში, დაუმატე ცოტა ლიმონის წვენი და კარგად ათქვიფე. სულ ეს არის. გადმოასხით და მიირთვით გემრიელი, ნატურალური პომიდვრის წვენი.

მწვანე ჩაი

ყველა ჩვენგანისთვის ცნობილი მწვანე ჩაი საუკეთესო საშუალებაა მუცლის შებერვის საწინააღმდეგოდ, ამასთან ათავისუფლებს ზედმეტი ცხიმისგან. რომელიც ჩვენი სხეულის ამ ნაწილში გროვდება ხოლმე.

არ გეგონოთ, რომ მწვანე ჩაის სიკეთე ამით ამოიწურებოდეს. მწვანე ჩაის ნაყენი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას და აწესრიგებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

დაყენების წესი

ჩაყარე ჭიქაში ორი სუფრის კოვზი მწვანე ჩაი, დაასხი მდუღარე წყალი და დააყენე 10 წუთით. ამის შემდეგ მწვანე ჩაის ნაყენი უკვე მზად არის და შეგიძლიათ დალიოთ.

ანანასისა და კიტრის წვენი



ამ ჩინებული სასმელის ინგრედიენტები _ ანანასი და კიტრი, ეფექტური შარდმდენი და ორგანიზმის გამწმენდი საშუალებაა. მათი წყალობით, ორგანიზმი შლაკებისგან და ზედმეტი ცხიმებისგან იოლად თავისუფლდება და მუცლის შებერილობაც სრაფად ქრება.

ვიტამინები, მინარალები და სხვა მკვებავი ნივთიერებები, რომლებსაც ეს სასმელი შეიცავს, ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში და გვიუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

შემადგენლობა

  • 3 ნაჭერი მწიფე ანანასი
  • 2 საშუალო ზომის კიტრი
  • ნახევარი ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი
  • ნახევარი ჩაის ჭიქა (100მლ) წყალი


მომზადების წესი

  • ჩაყარე ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და კარგად ათქვიფე, ერთგვაროვანი კოქტეილიs მისაღებად.
  • კოქტეილის საწურში გატარება საჭირო არ არის.
  • გირჩევთ, მიიღოთ დღეში ორჯერ _ დილას, უზმოზე და დღისით, ნასადილევს.