ლეიკემიის 16 ჩუმი სიმპტომი, რომლის შემჩნევაც არც თუ ისე მარტივია. ეს უნდა იცოდეთ!

ლეიკემიის 16 ჩუმი სიმპტომი, რომლის შემჩნევაც არც თუ ისე მარტივია. ეს უნდა იცოდეთ!
ლეიკემია - სიმსივნის სახეობა, რომელიც აზიანებს სისხლის უჯრედებს და ძვლის ტვინს. სისხლის ანომალური უჯრედები ანაცვლებს ჯანსაღ უჯრედებს, რასაც ანემიამდე, ინფექციებამდე და ორგანოების პათოლოგიურ ცვლილებებამდე მივყავართ. მიუხედავად ამ დაავადების სირთულისა, მისთვის ერთი შეხედვით უმნიშვნელო, თითქმის შეუმჩნეველი სიმპტომებია დამახასიათებელი. სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ ვითარდება და ვლინდება ლეიკემია, რათა დროულად მოვახდინოთ საშინელი დაავადების დიაგნოსტიკა და მივმართოთ სპეციალისტს დახმარებისთვის.

ლეიკემიის 16 ჩუმი სიმპტომი, რომლის შემჩნევაც არც თუ ისე მარტივია. ეს უნდა იცოდეთ!

1. ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე

ამ სიმპტომებს სისხლის წითელი უჯრედების დეფიციტი განაპირობებს. თუ თქვენ ქრონიკულად დაღლილი ხართ და ამ მოვლენას ახსნას ვერ უძებნით, რადგან მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებული და დამღლელი არაფერი გაგიკეთებიათ, მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.

2. სუნთქვის გართულება

პაციენტებს ხშირად აწუებთ სუნქვის გართულება და უჭირთ გადაადგილება. ლეიკემიით დაავადებული ადამიანების უმრავლესობისთვის ერთი ოთახიდან მეზობელ ოთახში გასვლაც კი სირთულეს წარმოადგენს.

3. სილურჯეების გაჩენა უმიზეზოდ

თუ თქვენ ტრავმა არ მიგიღიათ, თუმცა სილურჯეები საკმაოდ ხშირად გიჩნდებათ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, ეს დიდი ალბათობით საშინელ დაავადებაზე მიგვითითებს. ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებს მსუბუქი შეხების შემდეგაც კი შეიძლება საშინელი სილურჯე გაუჩნდეთ. ყველაზე ხშირად ეს უსიამოვნო მოვლენა ზედა და ქვედა კიდურებზე იჩენს თავს.

4. უჩვეულო სისხლდენა

ცხვირიდან, ღრძილებიდან, ტუჩებიდან ან სულაც შინაგანი ორგანოებიდან ხშირი სისხლდენა სავსებით შესაძლებელია ლეიკემიაზე მიგვანიშნებდეს.

5. პეტექიები (პატარა სისხლჩაქცებები კანზე)

პეტექიები შეიძლება გამოიყურებოდეს წითელი პატარა წერტილების სახით. მათი შემჩნევა საკმაოდ რთულია, რის გამოც აუცილებელია რეგულარულად საკუთარი სხეულის დათვალიერება.

6. ღრძილების შეშუპება



როდესაც ექიმებს ლეიკემიაზე აქვთ ეჭვი, ისინი პირველ რიგში პაციენტს ღრძილებს უმოწმებენ. პაციენტთა უმრავლესობას ღრძილების შეშუპება და ამ მოვლენით განპირობებული საშინელი დისკომფორტის განცდა აწუხებს.

7. მუცლის შებერილობა

ელენთის გადიდების შედეგად ლეიკემიით დაავადებულ პაციენტს ხშირად აწუხებს ისეთი განცდა, თითქოს მან ზედმეტად ბევრი მიირთვა.

8. დისკომფორტისა და ტკივილის განცდა მუცლის მარცხენა ზედა ნაწილში

გადიდებულმა ელენთამ ასევე შეიძლება განაპირობოს ეს სიმპტომი. როგორც წესი, ტკივილი იმდენად გაუსაძლისია, რომ მისი დაიგნორება შეუძლებელი ხდება.

9. ციებ-ცხელება ან კანკალი



ლეიკემიით დაავადებულ ყოველ მეოთხე ადამიანს ეს სიმტომები აღენიშნება.

10. ოფლიანობა ღამით

არარეგულირებადი ოფლდენა ღამით, ძილის დროს უამრავი დაავადების ნიშანია. თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ ღამ-ღამობით ხშირად ოფლიანობთ, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.

11. თავის პულსირებადი ტკივილი

ლეიკემიის არც თუ ისე ხშირი, თუმცა ძალზედ სახიფათო სიმპტომი - თავის პულსირებადი ტკივილი. ეს მოვლენა შეიძლება განპირობებული იყოს არა მხოლოდ ანემიით, არამედ თავის ტვინში სისხლჩაქცევების არსებობით, რაც ძალზედ სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

12. სიფერმკრთალე

მოჭარბებული ძილიანობის, ქრონიკული დაღლილობისა და სუნთქვის გართულებასთან ერთად პაციენტებს კანის გაფერმკრთალება აღენიშნებათ, რაც ანემიით, სისხლის წითელი უჯრედების დეფიციტითაა განპირობებული.

13. ძვლების ტკივილი

ლეიკემია ძვლის ტვინში იწყება, რის გამოც პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ძვლების როგორც სუსტად გამოხატული, ასევე ძლიერი ტკივილები. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

14. ლიმფური კვანძების გაფართოვება

შეამუწმეთ საკუთარი კისერი, იღლიები და საზარდულები. ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებს ჩამოთვლილ ზონებში ლიმფური კვანძების შეშუპება-გაფართოვება აღენიშნებათ.

15. გამონაყარი

ლეიკემიის დროს გამონაყარი იზრდება პროგრესირებადი დაავადების სახით.

16. ხშირი ინფექციები

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ უმნიშვნელო ინფექცია ხანგრძლივი დროით გაწუხებთ და ის ტრადიციულ მკურნალობას არ ექვემდებარება, აუცილებლად გაიკეთეთ სისხლის ანალიზი.

აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს სიმტომები და მათი არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ დროულმა დიაგნოსტიკამ შეიძლება თქვენი სიცოცხლე იხსნას!