მეცნიერული აღმოჩენა! ადამიანის ორგანიზმში 90 ორგანო ზედმეტია!

მეცნიერული აღმოჩენა! ადამიანის ორგანიზმში 90 ორგანო  ზედმეტია!
თანამედროვე მეცნიერებამ ადამიანის ორგანიზმთან დაკავშირებულ არა ერთ საიდუმლოს ახადა ფარდა. ამ ურთულეს ბიოქიმიურ სისტემაში, ერთი შეხედვით პატარა შტრიხიც კი არ არის ზედმეტი. სინამდვილეში კი, სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოთა გარდა არსებობს ე.წ. " რუდიმენტები", რომლებმაც ორგანიზმის ევოლუციის პროცესში თავისი პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგეს. ასეთ ორგანოთა რიცხვი ოთხმოცდაათია.

"რუდიმენტი" ორგანოების არსებობა ზოგიერთ ადამიანში ნაკლებად შესამჩნევიც კია. ზოგიერთს კი პრობლემებსაც კი უქმნის. ამის კონკრეტულ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ " ბრმა ნაწლავი" . დადგენილია, რომ იგი საუკუნეების მანძილზე ორგანიზმში საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა - სისხლის მიმოქცევაშიც კი მონაწილეობდა და ლეიკოციტებსაც გამოიმუშავებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ადამიანმა დაიწყო რაფინირებული პროდუქტების მიღება, მან თავისი პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა და ინფექციის წყაროდ იქცა. ხანდახან ხდება ისიც, რომ აღნიშნული გამონაზარდი საერთოდ არ არსებობს ორგანიზმში.

  • მეცნიერულად დადგენილია, რომ საუკუნეების წინათ, ადამიანი ყურებს ამოძრავებდა, რომ საგანგაშო სიგნალი დაეჭირა და გაქცევით ეშველა თავისთვის.
  • ადამიანს სავსებით არ სჭირდება ზურგის ზემოთ კისრის მალები, რომელიც დატვირთვის დროს სხვადასხვა სახის ტკივლის იწვევს, თუმცა კისერი უფრო გრძელია და ლამაზი. დროთა განმავლობაში ამ ადგილის ტკივილი გარდაუვალია.
  • ყოველი შემთხვევისათვის ბუნებამ ადამიანს ისეთი კუნთები შეუნარჩუნა , რომლებიც არ მუშაობენ. მაგალითად, ხელის გულმა ადამიანის ხეზე დაკიდებისა და სხეულის სიმძიმის გაძლების ფუნქცია დაკარგა. სამაგიეროდ, პლასტიკურ ქირურგიაში მას საოპერაციო მასალად იყენებენ.
  • საინტერესოა, რომ მამაკაცებისა და ქალების სასქესო ორგანოებში არსებობს აგრეთვე მოპირდაპირე სქესის ორგანოებიც, მაგრამ რადგანაც მათ ჩანასახოვანი ფორმა აქვთ და ისინი შეიძლება შევამჩნიოთ მხოლოდ ოპერაციის პროცესში.
  • რაც შეეხება ე.წ. " სიბრძნის კბილებს", ადრე ისინი მაგარი საკვების გადასამუშავებლად იყო განკუთვნილი. ჩვენს დროში კი მხოლოდ კარიესის ბუდედ იქცა.
  • მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანს ცხვირის ძვლებიც ზედმეტი აქვთ. თავიდან ისინი ჰაერის გასათბობად იყო განკუთვნილი , მაგრამ ამჟამინდელ დათბობის პირობებში ისინი სავსებით ზედმეტი არიან და წლების შემდეგ ადამიანი მათგან გათავისუფლდება.
  • ცნობილი გახდა ისიც, რომ ადამიანს უკვე არ შეუძლია ზოგიერთი სუნის შეგრძნება. ზოგიერთ ადამიანს კი ადრინდელი რეცეპტორები შენარჩუნებული აქვს.

სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია