მეცნიერების თქმით, ევოლუცია კვლავაც გრძელდება
ჩვენი სახეობის ბიოლოგიური ევოლუცია არ შეჩერებულა და ჩვეული ტემპებით გრძელდება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინელი გენეტიკოსები და ევოლუციური ბიოლოგები, რომლებმაც ფინეთის გენეოლოგიური ისტორიის რამდენიმე საუკუნის ანალიზი მოახდინეს. მკვლევარების აზრით, ბოლო ასწლეულის განმავლობაში, გენების "წილი" ადამიანის ევოლუციის საქმეში არ შემცირებულა, პირიქით - გაიზარდა. ეს პირველ რიგში დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით, თანამედროვე ადამიანებს პარტნიორების არჩევის მხრივ, სრული თავისუფლება აქვთ.
"სრულიად შესაძლებელია, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ცხოვრება ჩვენს გენებს მეტ "თავისუფლებას" აძლევდეს. ამის წყალობით, ბუნებრივი გადარჩევის მეთოდი, ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებით გააქტიურდა", - ამბობს მკვლევარი ელიზაბეტ ბოლუნდი.