დაიბანეთ თმა ამ წყლით და ის ძალიან სწრაფად გაიზრდება!

დაიბანეთ თმა ამ  წყლით და ის ძალიან სწრაფად გაიზრდება!
ყველა ქალს აინტერესებს, როგორ შეიძლება თმის ზრდის დაჩქარება და მათი გამაგრება? გთვაზობთ ძალიან მარტივ რეცეპტს. თუ თმას ბრინჯის წყლით დაიბანთ, თავად დაინახავთ განსხვავებას.

ბრინჯის მარცვალი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მინერალებითა და ე ვიტამინით.

ეს მკვებავი ნივთიერებები ასევე გამოიყენება ნაიარევებისა და ნაოჭების მოსაცილებლად, ანთების საწინააღმდეგოდ და კანისთვის ჯანსაღი ელფერის მისანიჭებლად.
ბრინჯი ასევე შეიცავს რკინას, თუთიას და ბე-ვიტამინების კომპლექსს, რომლებიც თმის ზრდას უწყობს ხელს.

როგორ მოვამზადოთ ბრინჯის წყალი:

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ½ ჭიქა უმი ბრინჯი
  • 2 ჭიქა წყალი
  • ეთერზეთი (სურვილისამებრ)


    მომზადების ინსტრუქცია:


  • კარგად გარეცხეთ ბრინჯი
  • ჩაყარეთ ქვაბში და დაფარეთ წყლით
  • დაელოდეთ 10-15 წუთს, სანამ მარცვლები წყლით გაიჟღინთება
  • მოურიეთ წყალს მანამ, სანამ იგი არ გათეთრდება. ამგვარად თქვენ ხელს შეუწყობთ წყლის გაჯერებას ვიტამინებით და მინერალებით.
  • წყალი გდაწურეთ სუფთა ჯამში, ბრინჯი გადაყარეთ.
  • ჯამს დაახურეთ პლასტმასის თავსახური და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე დახლოებით 1 დღით. წყალს ონავ მჟავე სუნი უნდა მიეცეს.
  • ამის შემდეგ, აადუღეთ წყალი რამდენიმე წუთით, რომ ფერმენტაციის პროცესი შეწყდეს.
  • გააგრილეთ და დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი (ძალიან კარგია ლავანდის ან როზმარინის ზეთი)
  • ჩაასხით თავსახურიან კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. შენახვის მაქსიმალური ვადა ერთი კვირაა.

    როგორ გამოვიყენოთ:

  • აიღეთ დიდი ჯამი ან ტაშტი, ასევე ტოლჩა.
  • მას შემდეგ, რაც თმიდან შამპუნს ჩამოიბანთ, დადექით ჯამთან, დახარეთ თავი და ტოლჩით ნელ-ნელა დაისხით ბრინჯის წყალი თმაზე.
  • იმასაჟეთ თავის კანი, რომ წყალში შემავალი ნივთიერებები კარგად შეიწოვოს.
  • შეგიძლიათ თმის ბოლოები ჩააწოთ წყალში.
  • ჯამში დარჩენილი ბრინჯის წყალი ჩაასხით კონტეინერში და მაცივარში შეინახეთ შემდეგში გამოსაყენებლად.
  • თავზე დაიხურეთ შხაპის ჩაჩი და მოიცადეთ 20-30 წუთით.
  • ჩამოიბანეთ თმა ცივი წყლით.
  • ჩვეულებრივად მიიღეთ შხაპი.