თმის ეს ნიღაბი უეჭველად გაგაოცებთ! დაივიწყეთ თმის ცვენა და დააჩქარეთ მისი ზრდა მარტივად

თმის ეს ნიღაბი უეჭველად გაგაოცებთ! დაივიწყეთ თმის ცვენა და დააჩქარეთ მისი ზრდა მარტივად
თმა - ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ესთეტიკური და ფიზიკური ელემენტი, რომელსაც უდიდესი როლი ენიჭება ჩვენი სილამაზისთვისა და სტილისთვის. კოსმეტიკურ მაღაზიებში და აფთიაქებში თქვენ შეძლებთ უამრავი საშუალების შეძენას, რომელიც სტიმულირებს თმის ზრდის პროცესს და აჩერებს მის ცვენას, თუმცა ეს საშუალებები ეფექტურობით ყოველთვის არ გამოირჩევა... სწორედ ამიტომ, ადამიანების უმრავლესობა დახმარებისთვის 100%-ით ნატურალურ საშუალებებს მიმართავს.

დღეს ჩვენი რედაქცია გიზიარებთ თმის გასაოცარი ნიღბის დამზადების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს. ამ იაფი საშუალების დახმარებით თქვენ შეაჩერებთ თმის ცვენას, დააჩქარებთ მისი ზრდის პროცესს, დაივიწყებთ ქერტლს, მიანიჭებთ საკუთარ თმას დამატებით მოცულობას, ბზინვარებასა და სილამაზეს.

ინგრედიენტები:
  • ½ ბანანი;
  • ½ ჭიქა წყალი;
  • 1 ს.კ თაფლი;
  • 1 კვერცხის გული.

მომზადების წესი:

  1. მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ერთ ჭურჭელში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღბამდე.
  2. გაინაწილეთ ეს საშუალება თავის კანზე და მთელ თმაზე.
  3. გაიჩერეთ 2 საათით.
  4. 2 საათის შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.

გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში რამდენჯერმე სასურველი შედეგის მიღებამდე. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!