შეურიეთ ეს 2 ინგრედიენტში, რათა დაამარცხოთ სინუსიტი, გრიპი, გაციება, ჰაიმორიტი და ა.შ.

შეურიეთ ეს 2 ინგრედიენტში, რათა დაამარცხოთ სინუსიტი, გრიპი, გაციება, ჰაიმორიტი და ა.შ.
ჰაიმორიტი ეს არის მდგომარეობა, რომელიც სინუსების ანთებითაა გამოწვეული. სინუსებში ანთებითი პროცესები შეიძლება განაპირობოს ვირუსულმა, სოკოვანმა და ბაქტერიულმა ინფექციებმა ან სულაც ალერგიამ. ამ მდგომარებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან, სახის ტკივილი, ხველა, დაღლილობა, თავის ტკივილი და ა.შ. როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობა ამ პრობლემას ანტიბიოტიკებით ებრძვის, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ პეპარატებისთვის უამრავი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი, გირჩევთ დახმარებისთვის არატრადიციულ, ხალხურ მედიცინას მიმართოთ. საბედნიეროდ, არსებობს ერთი იაფი, თუმცა წარმოუდგენლად სასარგებლო და ეფექტური საშუალება, რომელიც შეგიმსუბუქებთ ჰაიმორიტის სიმპტომებს და დაგეხმარებათ გრიპისა და გაციების ხანმოკლე დროში დამარცხებაში. აი როგორ უნდა მოამზადოთ ეს გასაოცარი საშუალება:

ინგრედიენტები:
  • ვაშლის ძმარი;
  • ჯანჯაფილი.

მომზადება:

ჩახეხეთ ჯანჯაფილის მთლიანი ფესვი ქილაში და დაასხით მას იმ რაოდენობით ძმარი, რომ ქილა ბოლომდე გაივსოს. დააფარეთ მჭიდროთ თავსახური და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 დღის განმავლობაში. პერიოდულად შეანჯღრიეთ ქილა.

მკურნალობის პირველი ეტაპი მოიცავს ნარევის შესუნთქვას. წამოიფარეთ თავზე დიდი პირსახოცი, დაიდგით ქილა ცხვირწინ და ისუნთქეთ ღრმად 1 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ დაასველეთ ცხვირსახოცი ან რაიმე რბილი ქსოვილი ნარევში, დაიფინეთ კისერზე და დაიტოვეთ მთელი ღამით. მოიქეცით ასე ყოველდღიურად 5 დღის განმავლობაში. ეს დრო სავსებით საკმარისია სინუსების ანთების რამდენჯერმე შესამცირებლად და უსიამოვნო სიმპტომების მოსახსნელად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!