უმკურნალეთ ძლიერ ხველას 1 ღამეში ამ კომპრესის დახმარებით. რეკომენდირებულია ბავშვებისთვისაც

უმკურნალეთ ძლიერ ხველას 1 ღამეში ამ კომპრესის დახმარებით. რეკომენდირებულია ბავშვებისთვისაც
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გაციებისა და გრიპით დაავადების რისკი წარმოუდგენლად მაღალია. მიუხედავად იმისა, მშრალი ხველა გაწუხებთ თუ სველი, აუცილებელია დროულად მკურნალობის სოწრი კურსის დაწყება, რათა ამ უსიამოვნო მოვლენამ მომავალში სერიოზულ გართულებებამდე, მაგალითად მწვავე ბრონქიტამდე არ მიგვიყვანოს.

დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ ხველის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც ხანმოკლე დროში დაგეხმარებათ ზემოთ ჩამოთვლილი უსიამოვნო პრობლემების გადაჭრაში და მწვავე რესპირატორული დაავადებების თავიდან არიდებაში. ამ საშუალების დასამზადებლად მხოლოდ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ, რომელიც დიდი ალბათობით უკვე მოიპოვება თქვენ სამზარეულოში.



ინგრედიენტები:
  • 1 ჩ.კ თაფლი;
  • 1 ჩ.კ ფქვილი;
  • 1 ჩ.კ ქოქოსის ზეთი;
  • რბილი ქსოვილი;
  • დოლბანდი ან ფართე პლასტირი.

შეურიეთ ერთმანეთში მოცემული რაოდენობით თაფლი, ფქვილი და შემთბარი ქოქოსის ზეთი. თქვენ მიიღებთ ერთგვაროვან კონსისტენციას, რომელიც უნდა წაუსვათ რბილ ქსოვილს ან ქაღალდის ხელსახოცს და დაიფინოთ გულ-მკერდის არეზე (შეგიძლიათ დაიმაგროთ ეს კომპრესი ყელზეც). დაიფიქსირეთ ეს კომპრესი დოლბანდის ან ფართე პლასტირის გამოყენებით

გამოყენების ზუსტი წესი:

1. თუ თქვენი პატარა ავადაა, გაუკეთეთ მას ეს კომპრესი 2 ან 3 საათით. ჩააცვით მას თბილი ჯემპრი ან შემოახვიეთ საბანი, რათა კომპრესმა უკეთ იმოქმედოს.



2. ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდირებულია ამ კომპრესის დატოვება მთელი ღამით. აუცილებელია იყოთ მაქსიმალურად თბილად.



უკვე პირველი გამოყენების შემდეგ თქვენ საოცარ შვებას იგრძნობთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გაიმეოროთ პროცედურა. ამ მეთოდის დახმარებით თქვენ შძლებთ ხველის დამარცხებას და ფილტვებიდან ზედმეტი ლორწოს გამოდევნას.