როგორ ვუმკურნალოთ ანგინას და მწვავე ფარინგიტს სწრაფად და მარტივად? 3 ეფექტური რეცეპტი

როგორ ვუმკურნალოთ ანგინას და მწვავე ფარინგიტს სწრაფად და მარტივად? 3 ეფექტური რეცეპტი
ზამთრის პერიოდში უამრავი ადამიანი იტანჯება ანგინისგან. ანგინა ყელის ანთებითი პროცესია, რომელსაც ბაქტერია ''Streptococcu'' განაპირობებს.

დღეს ჩვენი რედაქცია გიზიარებთ ხალხურ საშუალებას, რომელიც სამედიცინო პრეპარატების არაჩვეულებრივი ალტერნატივაა.

ეს საშუალება ხანმოკლე დროში ჩაგიხშობთ ტკივილსა და ანთებით პროცესს. ის ძალზედ ეფექტურია მწვავე ფარინგიტის წინააღმდეგ საბრძოლველად.

თაფლი

თაფლი ძალზედ სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება. ყოველივე ეს განპირობებულია ამ პროდუქტის ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებებით. თაფლი კურნავს ყელის ინფექციებს, ამცირებს მის გაღიზიანებას და ხანმოკლე დროში გვანიჭებს შვებას.

ვაშლის ძმარი

ეს პროდუქტი ყველასთვის კარგადაა ცნობილი საკუთარი სამკრუნალო და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

მომზადება:
  • აიღეთ 1 ჭიქა თბილი წყალი, ჩაამატეთ მასში 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და ამავე რაოდენობით თაფლი.
  • მიღებული საშუალება გამოივლეთ პირის ღრუში.
  • გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

C ვიტამინი

თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ C ვიტამინი ძალზედ ეფექტურია ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. ის ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს, რისი წყალობითაც ხანმოკლე დროში გვეხმარება ყელის ტკივილის ჩახშობაში. მიირთვით ჩაი ლიმონთან და თაფლთან ერთად, რათა უმკურნალოთ მწვავე ფარინგიტს.

კაიენის წიწაკა

ამ პროდუქტს ხშირად გამოიყენებენ ხალხურ მედიცინაში სასხსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალოდ. კაიენის წიწაკა გვეხმარება კისრის ლიმფური კვანძების შეშუპების მოხსნაში, რაც ყელის ინფექციითაა განპირობებული.

მომზადება:

  • 1/2 ჭიქა ქოქოსის ზეთში შეურიეთ 1 ჩაის კოვზი კაიენის წიწაკა.
  • მიღებული პასტით დაიმუშავეთ ყელის ზონა და გაიჩერეთ მთელი ღამით.
  • დილით ჩამოიბანეთ ის თბილი წყლის გამოყენებით.

გარდა ზემოთ მოცემული ორი ძალზედ ეფექტური მეთოდისა, აღსანიშნავია, რომ ეთერზეთები არაჩვეულებრივი საშუალებაა ანგინის სამკურნალოდ. ამ მიზნით თქვენ შგიძლიათ ლავანდის, ლიმონის, გრეიფრუტის ან დარიჩინის ეთერზეთის გამოყენება. უბრალოდ ჩაამატეთ 5-6 წვეთი სასურველი ზეთი მდუღარე წყალში და ჩაიტარეთ ინგალაცია.გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-3-ჯერ და თქვენ საოცარ შვებას იგრძნობთ.