საუკეთესო ფერი თქვენი ინტერიერისთვის: ზოდიაქოს ნიშანი მიგანიშნებთ!
ზოდიაქოს ყოველი ნიშანი განსაკუთრებულია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სახლის ინტერიერის ფერი საგრძნობლად ზემოქმედებს განწყობასა და სამყაროს აღქმაზე! საღებავების შერჩევა საპასუხისმგებლო საკითხია. სპეციალურად თქვენთვის - ინტერიერის ფერების გადაწყვეტა დაბადების თარიღის მიხედვით.
ვერძი-ვარდისფერი
ბევრი ვარდისფერს ინფანტილურ და არასერიოზულ ფერად მიიჩნევს, ვარსკვლავები კი მათ განსაკუთრებულობაზე მიუთითებენ. სითბო, სიმყუდროვე, სიკაშკაშე -ეს არის ვარდისფერი!
დინამიური, კომუნიკაბელური ვერძებისთვის ეს ფერი ხსნაა ნაცრისფერის ყველა გამოვლინებისგან. ვარდისფერი გაათბობს და სიმყურდოვის შეგრძნებას მისცემს მათ.
კურო - შავი
კუროების სიჯიუტე- განხილვის საყვარელი საგანია. სინამდვილეში, გაბედულ ადამიანებს თავიანთი გამოკვეთილი ცხოვრებისეული პოზიცია გააჩნიათ, რომელსაც ბოლომდე იცავენ.
შავი ინტერიერი იდეალურია ვერძისთვის, თუნდაც მისაღებ ოთახში. ყავისფერი და კრემისფერი კი ამ ნიშნის გარკვეული წარმომადგენლებისთვის დამამშვიდებლად მოქმედებს.
ტყუპები - ყვითელი
ინტერიერში კედლების ფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტყუპებისთვის. ამ ნიშნის ცვალებადმა წარმომადგენლებმა არ იციან, რა არის სიმშვიდე. ენერგიული და აქტიური ტყუპებისთვის მზის ფერები იდეალურია, ასეთ გარემოში მყუდროდ გრძნობენ თავს.
კირჩხიბი - ღია ცისფერი
კირჩხიბები სამართლიანად მიიჩნევიან სახლის მოყვარულ ნიშნად და ცისფერი ფერი მათზე დამამშვიდებლად მოქმედებს. ცისფერის მიმზიდველი ელფერები, ნაზი იასამნისფერი - აი, რა სჭირდება კირჩხიბს.
ლომი - იასამნისფერი
ლომს ნებისმიერის შთაგონება შეუძლია, მისი სიცოცხლისადმი სიყვარული გადამდებია. იასამნისფერი დაეხმარება სახლში ამაღლებული ატმოსფეროს შექმნაში, რომელიც ასე სჭირდება ლომს!
ქალწული - კრემისფერი
კრემისფერი ინტერიერი ქალწულს თავს დაცულად აგრძნობინებს საკუთარ სამყაროში, სადაც ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა. მის სულს სიმშვიდესა და ცხოვრებისეულ ენერგიას შესძენს.
სასწორი - მწვანე
მწვანე - ჰარმონიის ფერია. როგორ სჭირდება ხანდახან ეს სასწორს! ამ ფერის კედლები და ავეჯი სასწორების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის!
მორიელი - წითელი
მორიელს ძლიერ განვითარებული ინტუიცია აქვს, მგრძნობიარე და მგზნებარეა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოუხდებათ წითელი ფერის ინტერიერი. ასევე ნარინჯისფერი და შავიც დადებით ატმოსფეროს შეუქმნის მორიელებს.
მშვილდოსანი - შოკოლადისფერი
ეს ფერი გულგრილს არ დატოვებს მშვილდოსანს! შოკოლადის ელფერი ფილოსოფიურ განწყობაზე გაყენებს, რომელიც ასე უყვარს მას. ასევე, მეოცნებე მშვილდოსნებს ცისფერი და მწვანე ფერები მოუხდება შენობაში, სადაც დიდ დროს ატარებენ.
თხის რქა - ნაცრისფერი
ნეიტრალური ფერები თხის რქას გაძლიერებაში დაეხმარება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაფერი ხარისხიანი უყვართ და ამას უნდა მიაქციონ ყურადღება ავეჯისა და ინტერიერის დეკორატიული ელემენტების შერჩევისას.
მერწყული - ნარინჯისფერი
ციტრუსისფერი ხაზს გაუსვამს მერწყულის ორიგინალურ ნატურას და შეუქმნის დღესასწაულის განცდას. ნარინჯისფერი შრომისმოყვარეობას და შემოქმედებით შესაძლებლობებს ასტიმულირებს, ასევე ათავისუფლებს სტრესისგან.
თევზები - ცისფერი
მგრძნობიარე თევზებისთვის ლურჯი, ცისფერი და იასამნისფერი ფერები - საუკეთესო აღმოჩენაა. მათი საცხოვრებელი ჰარმონიული და შთამაგონებელი გახდება თუ ამ ფერებში გააფორმებენ ინტერიერს.