ამ დავალების გადაჭრა მხოლოდ დეტექტივებს შეუძლიათ. შეხედეთ ფოტოს და იპოვეთ დამნაშავე!

ამ დავალების გადაჭრა მხოლოდ დეტექტივებს შეუძლიათ. შეხედეთ ფოტოს და იპოვეთ დამნაშავე!
ოცნებობდით ბავშვობაში დეტექტივობაზე? გიყვართ თავსატეხების გადაჭრა? მაშინ შეეცადეთ და გაართვით თავი ამ საინტერესო და სახალისო დავალებას, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ.

დღევანდელ თავსატეხს ''საგზაო შემთხვევა'' ეწოდება.

ინსპექტორი რკინიგზაზე გამოიძახეს. დანიშნულების ადგილზე მისვლისას მას შემდეგი სიტუაცია დახვდა: საპატრულო პოლიცია თვალს ადევნებდა ორ ერთმანეთში მოაკამათე ადამიანს.

ერთ-ერთმა ადამიანმა ინსპექტორს მიმართა:

- ბატონო ინსპექტორო, გეფიცებით, არც კი მიფიქრია ჩანთის მოპარვა! ეს უბრალოდ გაუგებრობაა, რომლის საფუძველსაც ჩემი დაბნეულობა წარმოადგენს.

ინსპექტორმა მიუგო:

- ნუ ნერვიულობთ ასე ძალიან. ახლა ორივეს მოგისმენთ, თუმცა პირველ რიგში, მინდა დაზარალებულმა დაიწყოს.

დაზარალებულმა ინსპექტორს ისტორია უამბო:

- ამ მამაკაცთან ერთად კუპეში მოვხვდი. ჩასხდომისას დავაფიქსირე, რომ ბარგის თაროები თითქმის სულ დაკავებული იყო. ერთადერთი თავისუფალი ადგილი ამ მამაკაცის თავზე შევნიშნე და ჩემი ჩანთაც იქ დავდე. მგზავრობისას მე და ამ მამაკაცმა საერთო ენა გამოვნახეთ და ვუამბე მას, რომ შვილის მოსანახულებლად მივდიოდი და ამ ჩანთით მისთვის ალბომები მიმქონდა ათასობით ღირებული მარკით. მოგვიანებით ჩამეძინა, ხოლო როდესაც თვალი გავახილე, შევამჩნიე, რომ ჩემს ჩანთას ადგილი ჰქონდა შეცვლილი. დავეჭვდი და ჩემი ბარგი შევამოწმე. ჩანთა რბილი სათამაშოებით სავსე დამხვდა. საბედნიეროდ, ამ მამაკაცმა შორს წასვლა ვერ მოახერხა, მას დავეწიე და შევაჩერე.

ეჭვმიტანილი ამ ისტორიამ ძალიან გააბრაზა:

- როგორ ბედავთ და მადანაშაულებთ ქურდობაში? უკვე მეათეჯერ გეუბნებით, რომ ჩანთები ერთმანეთში ამერია და შემთხვევით თქვენი ჩანთა წამოვიღე. ინსპექტორო, შეხედეთ, ეს ორი ჩანთა ხომ ერთმანეთის ანალოგიურია.

მიუხედავად ამ ნაამბობისა, ინსპექტორმა ეჭვმიტანილის დაკავება გადაწყვიტა. რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება მან? რატომ მიიჩნია დამნაშავედ ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უბრალო გაუგებრობად მიიჩნევდა და ამ შეცდომას თავის დაბნეულობას აბრალებდა?



თუ სწორ პასუხამდე დამოუკიდებლად ვერ მიხვედით, გადადით შემდეგ გვერდზე.