ღრძილებიდან სისხლდენის 5 მიზეზი
ღრძილებიდან სისხლდენას ჩვეულებრივ უხეშ ჯაგრისს ვაბრალებთ ხოლმე. თუმცა მიზეზი სხვა რამეც შეიძლება იყოს.
ბაქტერიას თქვენს ღრძილში ანთების გამოსაწვევად (სისხლდენის მიზეზი) მხოლოდ 24 საათი სჭირდება. ასე რომ, თუკი თქვენ საგულდაგულოდ არ გაიხეხავთ კბილებს და არ გამოიყენებთ სტომატოლოგიურ ძაფს, მეორე დღეს მცირეოდენ სისხლდენას შენიშნავთ. ნუ იჩქარებს და ეცადეთ, კარგად გაიწმინდოთ ყველა ის ადგილი, სადაც შეიძლება ბაქტერია ბუდობდეს.
ზარმაცი ჰორმონები
დაუბალანსებელი ჰორმონალური ფონის დროს (გარდატეხის ასაკი, ორსულობა, მენტრუაცია, მენოპაუზა) გაცილებით მარტივად გროვდება ნადები, რამაც შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს. ასეთ დროს მოიშველიეთ პირის ღრუს სპეციალური სავლებები და სტომატოლოგიური ძაფი.
სტრესი, ძილის ნაკლებობა, არასწორი კვება
ღრძილებიდან სისხლდენა ძალიან ხშირია სტუდენტებში,რომლებიც არასათანადოდ იკვებებიან, ღამით თითქმის არ სძინავთ და სტრესულ რეჟიმში არიან. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს თქვენს ორგანიზმზე, რომელსაც აღარ შეუძლია ანთებითი პროცესებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამ შემთხვევაში შეიძლება მულტივიტამინების მიღებამ გამოასწოროს სიტუაცია.
სხვადასხვა სპეციფიკური მედიკამენტი
ზოგიერთი მედიკამენტი, განსაკუთრებით ანტიდეპრესანტები და წნევის მარეგულირებელი პრეპარატები, პირის სიმშრალეს იწვევს, ნერწყვის ნაკლებობის შედეგად კი ბაქტერიები მრავლდება. შედეგი: შეწითლებული, შესიებული და სისხლმდინარე ღრძილები. თუკი რომელიმე წამალზე გექნებათ ეჭვი, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან.
რაღაც უფრო სერიოზული
დასიებული და სისხლმდინარე ღრძილები შეიძლება ერთ-ერთი სიმპტომი იყოს იმუნური სისტემის დაქვეითებისა და გამოწვეული იყოს ისეთი დაავადებებით, როგორიცაა დიაბეტი, ლეიკემია ან შიდსი. თუკი რამდენიმე კვირის განმავლობაში, პერმანენტულად გაქვთ ღრძილებიდან სისხლდენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- რაღაც გამოგრჩათ