აი როგორ უნდა მოაშოროთ სამზარეულოს ცხიმის ნარჩენები სრულად!
მიუხედავად იმისა გამოცდილი მზარეული ხართ თუ მოყვარული თქვენი სამზარეულო მაინც დაისვრება მომზადების პროცესის დროს. რამდენად ხშირადაც არ უნდა გიწევდეთ სამზარეულოში შესვლა, ქურაზე დარჩენილი ცხიმის კვალის მოშორება არავის ეხალისება. მსგავსი სურვილის არ ქონდა მატივად აიხსნება, რადგან არავის აქვს სურვილი ყოველდღე დახარჯოს საათები სამზარეულოს ნივთების გაკრიალებაზე, ამიტომ დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია მოგცემთ 5 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სულ რაღაც 5 წუთში მოაშოროთ ცხიმის კვალი სამზარეულოს. დიასახლისებო აუცილებლად ჩაინიშნეთ!
გამოიყენეთ ეს რჩევები, თუ გსურთ თქვენი სამზარეულო მუდამ სისუფთავით ბზინავდეს! ასევე არ დაიზაროთ, გაუზიარეთ ჩვენს მკითხველს თქვენი გამოცდილება - რა საშუალებებს იყენებთ თქვენ სამზარეულოს ცხიმთან საბრძოლველად?
- მომზარების შემდეგ მაშინთვე მიალაგეთ.
რა ძალიანაც არ უნდა გინდოდეთ დასვენება, აუცილებლად მიალაგეთ სამზარეულო მომზადების პროცესის დასრულების თანავე, ამ დროს ცხიმის კვალი ჯერ კიდევ თხევადია, ამიტომ მათი მოშორება საკმაოდ მარტივია. თუკი არ გსურთ ფულის ხარჯვა ქურის გაპრიალებაზე, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. შეურიეთ ასეთი საშუალების წერთი წვეთი ჭიქა წყალს, შემდეგ კი ღრუბელის გამოყენებით თამამად გაწმინდეთ დასვრილი ქურა. შემდეგ გაამშრალეთ ტილოთი. თუ ლაქებმა შეშრობა მოასწრეს, მაშინ მოამზადეთ პასტა: 1 სუფრის კოვზი სოდით და 1 სუფრის კოვზი წყალის შერევით. წაუსვით დასვრილ არეს და ადროვეთ 5 წუთი, ამის შემდეგ მშრალად გახეხეთ. - დაიხმარეთ ძმარი.
კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალებაა სოდა და 9% სამზარეულოს ძმარი. აკურატულად დაასხით ძმარი ქურის ზედაპირს, შემდეგ კი მოაპნიეთ სოდა. ღრუბელის დახმარებით გადაანაწილეთ ინგრედიენტები და გახეხეთ ზედაპირი.
- თხევადი საპონის ძალა
თუ ცხიმმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრო გაშრობა, თქვენ შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხი საშუალება არც კი გამოიყენოთ. ჩვეულებრივი თხევადი საპონი შესანიშნავად უმკლავდება ცხიმის ლაქებს. უბრალოდ დააწვეთეთ ის ღრუბელზე და გახეხეთ ზედაპირი.
- მოაშორეთ ყველაფერი ქურას.
ეს რჩევა საკმაოდ მარტივია, მაგრამ საოცრად სასარგებლობა. თუ ქურის გვერდით თქვენ ჩაიდანი, მიკროტალღური ღუმელი ან ტოსტერი გიდგათ მაშინ მათ აუცილებლად შეესხმებათ ცხიმის წვეთები. ამგვარად თქვენ დასვრით ბევრად მეტ ნივთს. მსგავსი პრობლემის ასარიდებლად, წინასწარ მოარიდეთ ნივთები ქურას.
- გაწმინდეთ უმალვე.
თუ მომზადების პროცესში ზეთი კაფელს შეესხმება, აუცილებლად გამოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცი, ცხიმის უმალვე მოსაშორებლად. თქვენ დარწმუნდებით, რომ თუ ცხიმს მანამ მოაშორებთ სანამ ის გაშრობას მოასწრებს - ეს არანაერ პრობლემას არ შეგიქმნით.
გამოიყენეთ ეს რჩევები, თუ გსურთ თქვენი სამზარეულო მუდამ სისუფთავით ბზინავდეს! ასევე არ დაიზაროთ, გაუზიარეთ ჩვენს მკითხველს თქვენი გამოცდილება - რა საშუალებებს იყენებთ თქვენ სამზარეულოს ცხიმთან საბრძოლველად?