თიაქარის მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გარეშე. შამილ ალაუდთინოვის მეთოდი

თიაქარის მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გარეშე. შამილ ალაუდთინოვის მეთოდი
ხერხემალზეა დამოკიდებული ადამიანის მოძრაობა, მოქნილობა და საერთოდ მისი ფიზიკური მდგომარეობა. რას ნიშნავს მალათაშორისი თიაქარი? - ხერხემალი ერთი მთლიანი ძვლოვანი სისტემაა, რომელიც მალებისაგან შედგება. თითოეული დისკი კი - მკვრივი გარსის (ფიბროზული რკალი) და პულპოზური ბირთვისაგან შედგება. ერთი არასწორი მოძრაობა და ფიბროზული ბირთვი შეიძლება დაზიანდეს.

მალების აცდენის ან ბზარის გაჩენის შემთხვევაში, ნახევრად თხევადი ბირთვიდან გამოედინება სითხე, რომელიც ხერხემლის ტვინის ნერვულ დაბოლოებას ფარავს. თვითონ დისკი კი მალების ზეწოლისაგან შუპდება. ასეთ დროს კი ჩნნდება მალათა შორისი თიაქარი.

შამილ ალიაუტდინოვმა, რომელსაც თავად ჰქონდა ანალოგიური პრობლემა 30 წლის ასაკში, შეიმუშავა ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც კონკრეულად ამ პრობლემას წარმატებით უმკლავდება და ქირურგიული ჩარევის გარეშე, ადამიანს სრულფასოვან მოძრაობის უნარს უბრუნებს. (თუმცა ექიმებმა ის უკვე ინვალიდების ჯგუფს მიაკუთვნეს).

ხერხემლის და ზურგის ვარჯიშები

მალათაშორის თიაქარს, ხერხემლის ტკივილის გარდა, კიდევ სხვა სიმპტომებიც ახლავს: თავის ტკივილი, მუცელთან, თირკმელებთან და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები...

არსებობს თიაქარის მორჩენის ორი ხერხი: ქირურგიული ჩარევა და/ან სპეციალური ვარჯიშები. შამილ ალიაუტდინოვმა, ხერხემლის აგებულების და დაავადების გაჩენის მიზეზის დეტალუადი შეწავლის შემდეგ, თიაქარის მორჩენის მეორე ხერხი არჩია.

ვიდეორგოლის საშუალებით ნახავთ, როგორ უნდა უმკურნალოთ ამ დაავადებას ვარჯიშებით.

მკურნალობის მოცემული მეთოდი ინდივიდუალურია, ამიტომ დასაწყისში მტკივანი ხერხემლის პატრონი მძიმე დატვირთვას უნდა მოერიდოს და აუციებლად ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიაროს.



დაიმახსოვრეთ, მოქნილი ხერხემალი - ჯანმრთელი ხერხემალია! ეს ვარჯიშები კი - ოსტეოქონდროზის, თიაქარის და სხვა ხერხემლის დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. ისინი კუნთების გამაგრებას და გაწელვაში უწყობს ხელს.