ხილვები: რა მოსდის ადამიანის სულს ძილის დროს

ხშირია, როდესაც ადამიანი იღვიძებს და მას აღარაფერი ახსოვს, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სიზმრები ადამიანის სულიერ და ფსიქიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მათი საშუალებით შეიძლება ადამიანის პორბლემებზე პასუხის პოვნა და მომავლის წინასწარმეტყველებაც.
ინდიელებისთვის სიზმრებს ოდითგანვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და თანამედროვე ექიმებისა და ფსიქოლოგების გარეშეც, მშვენივრად წინასწარმეტყველებდნენ მათი საშუალებით. ისინი შვილებს ბავშვობიდან უნერგავდნენ, სიზმრებისთვის ყურადღება მიექციათ, რათა შემდგომში მათი გამოყენება და ახსნა შესძლებოდათ. ეს მათ შინაგანი სამყაროს აღმოჩენაშიც ეხმარებოდათ.
ინდილელებს სჯეროდათ, რომ სიზმარში ადამიანის სულის ნაწილი სხეულს ტოვებს! მიაჩნდათ რომ ადამიანი სამი სულისაგან შედგებოდა: პირველი - სუნთქვა; მეორე - სხეული; ხოლო მესამე - თავისუფალი სული, რომელიც სწორედ ძილის დროს ტოვებდა სხეულს. დანარჩენი ორი, ამ სამყაროში ფიზიკურად რჩებოდა, სხვა განზომილებაში იწყებდა მოგზაურობას. ისიც სჯეროდათ, რომ ძილის დროს, ერთი სხეულის სულს, აბსოლიტურად განსხვავებულ სხეულთან შეეძლო ჩასახვა.
ამგვარ ფილოსოფიას, რწმენაც განაპირობებდა. ამიტომაც იყო მათთვის მნიშვნელოვანი, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სამყარო. ეგონათ, რომ არსებული სულები ადამიანს ფიზიკურად იცავდნენ. ამიტომაც შეეძლოთ სიზმრების სამყაროში მათთან კონტაქტში შესვლა. სჯეროდათ, რომ ისინი სიზმრებიდან, სიმბოლოების სახით გაფრთხილებას ფიზიკურ სამყაროში ატანდნენ.
სიზმრების სამყარო- არსებობის სხვა სამყაროა, სხვა განზომილებაა. არსებობს მოსაზრება, რომ სიზმრებში უკეთ შეგვიძლია საკუთარი თავის შეცნობა და მომავლის წინასწარმეტყველებაც.
სწორედ ამიტომაა აუცილებელი მათი დამახსოვრება და თუ მეტი გულისყურით განვეწყობით სიზმრების მიმართ, მათგან სარგებელიც აუცილებლად იქნება.