8 ეშმაკური ხერხი, თუ როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ტანსაცმელი

8 ეშმაკური ხერხი, თუ როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ტანსაცმელი
მართალია ჩამოთვლილი ხერხები ხარისხიანი სამოსის გარანტია არ არის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისინი დახმარებას აუცილებლად გაგიწევენ!
  • ფასი;
  • ბრენდი;
  • ექსკლუზიურობა;

ხარისხიანი სამოსი, უდავოდ დიდხანს გექნებათ. გავიხსენოთ გამონათქვამიც: მე ისეთი მდიდარი არ ვარ, იაფფასიანი სამოსი რომ შევიძინო! რა თქმა უნდა, თუკი შეძლებთ შანელის პალტოს ყიდვას, ის აუცილებლად დიდხანს გექნებათ და მასში გადახდილი თანხაც არ დაგენანებათ! თუმცა, ყიდვისას შეიძლება მოტყუვდეთ და ერთი შეხედვით, სამოსი, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, უბრალოდ უხარისხო და პატენტი აღმოჩნდეს! ზემოთ ჩამოთვლილი სამი ცნება - კი მითად დარჩეს! მოკლედ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?!.



  1. შესაკრავი და ღილები. პირველი, რაზეც უნდა გამოცადოთ სამოსი - ნებისმიერი სახის შესაკრავებია. ავიღოთ ელვა: თუკი შეკვრისას ლიანდაგი იჭედება, ხელის მოსაჭიდი კი მსუბუქია და თხელი, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ელვაზე ტანხა დაუზოგავთ და უხარისხოა. იგივეა ღილებზეც და სარჭებზეც. რაში გჭირდებათ ნივთი, რომელიც ერთ თვეში ხელოსანთან შესაკეთებლად უნდა წაიღოთ?!.

  2. ნაჭრის (მასალის) სისქე. სანამ გასახდელიდან გამოხვალთ და სამოსში ფულს გადაიხდით, ნაჭერს ქვემოდან ამოუდეთ ხელი და შუქზე გახედეთ, ხომ არ ლანდავს? ამით ბევრი ბრენდი სარგებლობს, მაგრამ სამოსსაც გააჩნია და რა თქმა უნდა პალტოს (ან სხვა თბილი სამოსის) ნაჭერი გამჭირვლაე არ უნდა იყოს!

  3. რა მასალაა - ბუნებრივი თუ ხელოვნური. მართალია, უკვე ძალიან იშვიათია 100%-ით ნატურალური მასალისაგან დამზადებული სამოსი იშოვოთ, მაგრამ მასალაში შემევალ პროცენტულობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს! რაც უფრო დიდია კოტონის ან ბუნებრივი შალის პროცენტული შემადგელობა სამოსში, მით უფრო მაღალია მისი ხარისხიც! გამონაკლისია მხოლოდ ჯინსი და სპორტული, სავარჯიშო სამოსი, რომელშიც უბრალოდ ელსატიურობის და კომფორტულობისათვის აქვს სპეციალლურად დამატებული ხელოვნური მასალა.




  4. ნაკერის სიმჭიდროვე. რაც ნონ-სტოპ რეჟმში იკერება, რომელიღაც ჩინურ ქარხანაში, რა თქმა უნდა იმ სამოსის ნაკერის ხარისხიც შესაბამისად უხარისხო იქნება. სამოსის სწრაფი კერვისას, ხარისხიც შესაბამისი იქნება. მართალია, ეს ინფორმაცია ძალიან უცხო და ახალი არ იქნება თქვენთვის , მაგრამ ახალი სამოსის შეძენისას, დაკვირვებაც ურიგოარ იქნება ალბათ: აუცილებლად ღილები მჭიდროდ უნდა ჰქონდეს მიმაგრებული, ნაკერი კი ლიანდაგებს აცდენილი არ უნდა იყოს!

  5. ისევ და ისევ შოვები ნაკერის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს! რაც უფრო ხარისხიანად არის შეკერილი, მით უფრო დიდხანს გაგიძლებთ სამოსი! და რაც ყველზე მთავარია, ნაკერის ხარისხზე და თარგზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კოხტად მოგადგებათ ახალი ნივთი!.

  6. შესაკრავები და მხარეები. აუცილებლად დააკვირდით, რომელ მხარეს აქვს სამოსს შესაკრავი! ხშირად უხარისხო სამოსს მცდარ მხარეს აქვს შესაკრავები. ხანდახან ისინი ერთმანეთს "პირებით" ცდება... მოკლედ დაკვირვება გმართებთ!



  7. ნაკეცები. აუცილებლად დააკვირდით სამოსს, გასინჯვისას თუ ის უკვე საოცრად დაჭმუჭნულია, უმჯობესია დააბრუნოთ თავისსავე საკიდზე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დეტალები აუცილებლად დაგეხმარებათ ხარისხიანი სამოსის შერჩევაში, მაგრამ თქვენც დაკვირვება გმართებთ!