აბსოლუტურად ნატურალური სასწაულმოქმედი ნიღაბი სახისთვის - ორი პროცედურა დაა ნაოჭები ქრება

აბსოლუტურად ნატურალური სასწაულმოქმედი ნიღაბი სახისთვის - ორი პროცედურა დაა ნაოჭები ქრება
ნაოჭებს კანის სიმშრალე და კვების ნაკლებობა იწვევს. უამრავი ნაოჭსაწინააღმდეგო კოსმეტიკური პროდუქტიდან მხოლოდ რამდენიმეს აქვს რეალურად დადებითი შედეგი, დანარჩენები კი ქიმიური ნივთიერებების წყალობით დამატებით აზიანებენ კანს.

წარმოგიდგენთ აბსოლუტურად ნატურალურ ნიღაბს, რომელიც ნაოჭებთან ბრძოლას ძალიან შეგიმსუბუქებთ.

ამისთვის სულ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ:
  • 1 კვერცხის ცილა
  • ½ ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

    მომზადება:

    გააცალკევეთ კვერცხის ცილა გულისგან და გათქვიფეთ აქაფებამდე. დაუმატეთ ლიმონის წვენი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

    გამოყენება:
    კარგად გაიწინდეთ სახე და ყელი. თითების დახმარებით, წრიული მოძრაობებით, წაისვით ნიღაბი სახესა და ყელზე. ნიღაბი სწრაფად შრება.

    გაიჩერეთ 5-10 წუთით და ჩამოიბანეთ ნელთბილი ან ცივი წყლით.

    წაისვით თქვენი საყვარელი დამატენიანებელი.