მიაქციეთ ყურადღება კანის ამ ცვლილებებს! ისინი შეიძლება სერიოზულ პრობლემებზე მიგვითითებდეს.

მიაქციეთ ყურადღება კანის ამ ცვლილებებს! ისინი შეიძლება სერიოზულ პრობლემებზე მიგვითითებდეს.
კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რის გამოც მას საკმარისი ყურადღება უნდა დავუთმოთ და მივიღოთ შესაბამისი ზომები კანის გარემო ფაქტორებისგან დასაცავად. თუ თქვენ საკუთარ კანს გარკვეულ ცვლილებებს შეამჩნევთ, იცოდეთ, რომ ასე თქვენი ორგანიზმი გიგზავნით განგაშის სიგნალს, რომ მის თავს რაღაც რიგზე ვერ არის.

მშრალი კანი

ზედმეტად გამომშრალი კანი მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენ ყოველდღიურად არასაკმარისი რაოდენობით წყალს ან ჭარბი რაოდენობით კოფეინსა და ალკოჰოლს მივირთმევთ.

დაივიწყეთ გაზირებული უალკოჰოლო სასმელების შესახებ, შეამცირეთ ერთი დღის ყავის ულუფა, თქვით უარი ალკოჰოლზე და იზრუნეთ ორგანიზმის დატენიანებაზე. ამისათვის, მიირთვით დღის განმავლობაში მინიმუმ 1,5 - 2 ლიტრი წყალი. ორგანიზმის დეჰიდრარტაციამ, გაუწყლოებამ შეიძლება უამრავ სერიოზულ დაავადებამდე მიგვიყვანოს.

პირის გარშემო კანის გაწითლება

თუ პირის ღრუს გარშემო კანზე სიწითლე შენიშნეთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და გამოიკვლიეთ თავი, რადგან ეს სიმპტომი ხშირ შემთხვევაში საკვერცხეების პოლიკისტოზზე ან ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირების დარღვევაზე მიგვითითებს.

კისრისა და იღლიების ზონაში კანის გამუქება

კანის გამუქება კისრისა და იღლიების ზონაში ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიგვითითებს. გარდა ამისა, საკმაოდ ხშირად ეს უსიამოვნო მოვლენა მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს აწუხებთ.

ფერმკრთალი კანი

კანის გაფერმკრთალება იმუნური სისტემის დაქვეითებაზე მიგვითითებს. გარდა ამისა, კანის ფერის მსგავსი ცვლილება შეიძლება განპირობებული იყოს ვიტამინ B12-ის, ფოლიუმის მჟავისა და რკინის დეფიციტით. სასწრაფოდ იზრუნეთ საკუთარ ორგანიზმში ამ ვიტამინებისა და მინერალების მარაგის შევსებაზე, რადგან პრობლემამ მომავალში შეიძლება გაცილებით რთული და მასშტაბური სახე მიიღოს.

ნაოჭები თავლების გარშემო

ყველამ კარგად ვიცით, რომ ნაოჭების გაჩენა თვალების გარშემო დაბერების პროცესის განუყოფელი ნაწილია. იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაოჭები უცაბედად, არსაიდან ჩნდება, ეს ნიშანი მხედველობის დაქვეითებაზე, გაუარესებაზე მიგვითითებს.

ლაქები

როგორც წესი, ლქების გაჩენა ხანგრძლივი დროით მზეზე ყოფნით ან ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებითაა განპირობებული, თუმცა სავსებით შესაძლებელია ეს პრობლემა გენეტიკურიც იყოს.

სწორედ ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, არასდროს დააიგნოროთ ცვლილებები, რომლებსაც თქვენი კანი განიცდის!