ზებუნებრივი ძალების მქონე 10 ადამიანი. სამეცნიერო ფანტასტიკის გმირები რეალურები აღმოჩნდნენ!

ზებუნებრივი ძალების მქონე 10 ადამიანი. სამეცნიერო ფანტასტიკის გმირები რეალურები აღმოჩნდნენ!
ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორია, ფლობდე სუპერძალას? შესაძლოა, ნანახი გაქვთ ფილმები, წაგიკითხავთ წიგნები სუპერგმირებზე, რომლებსაც შეუძლიათ კედლებზე გაიარონ ან ელვა დაიჭირონ... მაგრამ რას იტყვით იმაზე, რომ ფანტასტიკური შესაძლებლობების ადამიანები ჩვენს შორისაც არიან?

თქვენს წინაშეა საოცარი ნიჭის მქონე 10 ადამიანი...

10. სტივენ უილტშირი - ფოტოგრაფიული მეხსიერება



3 წლის ასაკში სტივენს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, და სწორედ სპეციალური მოთხოვნილებების მქონე ბავშვების სკოლაში შეუყვარდა მას ხელოვნება. ამჟამად, ფოტოგრაფიული მეხსიერების წყალობით, მას შეუძია ნებისმიერი პეიზაჟი ან ობიექტი დახატოს, რაც მეხსიერებაში ჩარჩა.

9. მიროსლავ მაგოლა - მაგნიტო



პოლონელი მიროსლავი ფლობს სუპერშესაძლებლობებს, მიიზიდოს ობიექტები ფსიქო-კინეტიკური ძალის მეშვეობით. მას შეუძლია ძლიერი მაგნიტური ველი შექმნას მის გარშემო. მიროსლავმა თავისი ნიჭი ძლიერი ფსიქიკისა და მედიტაციის წყალობით განავითარა.

8. დინ კარნაზესი - სუპერმარათონელი



კალიფორნიელ დინ კარნაზესს თავის სუპერძალაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა 30 წლამდე, სანამ დაბადების დღეზე 30 მილი არ გაირბინა, მოგვიანებით კი 50 მარათონი 50 დღის განმავლობაში ამერიკის თითოეულ შტატში. მისი სუპერძალა მის კუნთებშია, რომლებიც არ გამოიმუშავებს რძის მჟავებს ყველაზე მძიმე დატვირთვის შემდეგაც. ამგვარად, დინი დაღლას არ გრძნობს და შეუძლია განუწყვეტლივ ირბინოს.

7. ლიამ ჰოექსტრა - ჰერკულესი



მიუხედავად ნორჩი ასაკისა, ამ ბავშვს კუნთების ზებუნებრივი ძალა გააჩნია. მისი შესაძლებლობა განაპირობა იშვიათმა გენეტიკურმა დაავადებამ, რის დროსაც მისი ორგანიზმი პრაქტიკულად არ გამოიმუშავებს ცხიმის ქსოვილებს, ასე რომ, მისი სხეული - მთლიანი მუსკულაა. ლიამი სხვადასხვა შეჯიბრში იღებს მონაწილეობას და ეს შესაძლებლობა ჯერჯერობით არ ავნებს მის ჯანმრთელობას.

6. დანიელ ტამეტი - კომპიუტერული ტვინი



ბავშვობაში მას ეპილეფსიის შეტევები ტანჯავდა, შემდგომში კი დიაგნოზი დაუსვეს - ასპერგერის სინდრომი. მაგრამ ეს დანიელისთვის პრობლემას არასოდეს წარმოადგენდა: მას უმძლავრესი მეხსიერება გააჩნია და გონებაში ითვლის ისე, როგორც სხვა არავინ. გარდა ამისა, მას უცხო ენის სწავლა 1 კვირაში შეუძლია.

5. სლავიშა პაჟკიჩი - ადამიანი-ელემენტი



სლავიშას სუპერძალა იმაში მდგომარეობს, რომ მას საკუთარ სხეულში შეუძლია მაღალვოლტიანი ძაბვის გატარება. ეს შესაძლებლობა 17 წლის ასაკში აღმოაჩინა და მას შემდეგ შეუძლია 20 ათას ვოლტზე მეტი ძაბვის გატარება ყოველგვარი დაზიანების გარეშე.

4. ტორი ალენი - გოგონა-მაიმუნი



დასავლეთ აფრიკაში დაბადებული ტორი - ყველაზე ახალგაზრდა მეკლდეურია. 12 წლის ასაკში მან ზრდასრულ ალპინისტებთან ერთად შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. საკუთარ შესაძლებლობებს კი პატარა მაიმუნს უნდა უმადლოდეს, რომელთანაც ბავშვობაში თამაშობდა.

3. ისაო მაჩიი - თანამედროვე სამურაი



ისაო იაპონელია, ასე რომ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ შესანიშნავად ფლობს ხმალს. მაგრამ ბიჭი ნამდვილ სასწაულებს სჩადის - ჰაერში ჭრის ჩოგბურთის ბურთებს და ტყვიასაც კი! მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა შეჯიბრში, და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მძიმე შრომისა და ვარჯიშის შედეგია და წინაპრები არაფერ შუაშია.

2. სკოტ ფლენსბურგი - კალკულატორი



ამ მამაკაცს ზეადამიანური მათემატიკური ნიჭი გააჩნია. 9 წლის ასაკში სკოტი აოცებდა მასწავლებლებს იმით, რომ მათემატიკურ ამოცანებს ჩაწერის გარეშე ზეპირად ხსნიდა. მოგვიანებით კი საკუთარი ფორმულები გამოიყვანა. 2014 წელს გინესის რეკორდების წიგნმა დააფიქსირა, როგორ დაუმატა 2-ნიშნა ციფრი 36-ჯერ თავის თავს 15 წამში.

1. სტიგ სევერინსენი - ადამიანი-ამფიბია



დელფინის მსგავსად, სტიგს ელენთაში ერითროციტების შეჩერება შეუძლია, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, არ ისუნთქოს წყლის ქვეშ 22 წუთის განმავლობაში. ეს გახლავთ სუნთქვის შეკავების ყველაზე დიდი რეკორდი, რაც კი მსოფლიოში ოდესმე დაფიქსირებულა!