ჩემოდნის კანონი: ნივთების კომპაქტურად ჩალაგების 5 საიდუმლო

ჩემოდნის კანონი: ნივთების კომპაქტურად ჩალაგების 5 საიდუმლო
ჩემოდნის ჩალაგებისას უამრავი ნიანსია გასათვალისწინებელი - არაფერი დაგვავიწყდეს, არაფერი გავაფუჭოთ და ყველაფერი ჩავატიოთ. ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ჩემოდანს თავისი საიდომლოებები აქვს. ყველაზე მარტივი ხერხია - დააგორგოლაჭო ნივთები რულონებად. ეს მეთოდი დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ტანსაცმელი ისე, რომ არ დაიკუჭოს. ჩემოდნის ეს და სხვა საიდუმლო იხილეთ ჩვენს დღევანდელ მასალაში!

როგორ ჩავალაგოთ ჩემოდანი სწორად

1. შეადგინეთ სია

ჩემოდნის კანონი: ნივთების კომპაქტურად ჩალაგების 5 საიდუმლო

ნივთები რომ არ დაგავიწყდეთ, შეადგინეთ სია. არ დაკეცოთ ტანსაცმელი, არამედ, დაახვიეთ რულონებად, რათა არ დაიკუჭოს. თუ რაიმე არ ჩაგეტიათ, მსუბუქად დაადგეთ იატაკზე ჩემოდანი ერთი-ორჯერ, რათა მასში მოთავსებული ნივთები გათანაბრდეს და ადგილი გათავისუფლდეს.

2. როგორ ჩავალაგოთ ნივთები ადგილის ეკონომიისთვის



მოათავსეთ ბიჟუტერია წინდებში, წინდები კი - ფეხსაცმელში. გზაში უფრო მასიური ფეხსაცმელი ჩაიცვით - ამგვარად კიდევ რამდენიმე სანდალის ადგილს იპოვით ჩემოდანში.

3. კონტეინერები



პატარა პლასტმასის კონტეინერების გამოყენება შეიძლება საათებისთვის, ბეჭდებისთვის და სხვა სამკაულისთვის. ამგვარად სამკაული არ აირევა და არ გატყდება გზაში.

4. საგზაო ჩანთა



როგორ ჩავალაგოთ ჩემოდანი უფრო სწრაფად? დროის ეკონომიისთვის, იქონიეთ ცალკე კოსმეტიკის ჩანთა მოგზაურობებისთვის, სადაც ყველაზე საჭირო ნივთებს ჩაალაგებთ. ქილები თხევადი საშუალებებით ბოლომდე არ უნდა იყოს სავსე, რადგან ნჯღრევისას დიდი შანსია, გადმოიღვაროს.

5. პარკები ტანსაცმლისთვის



ძალიან სასარგებლო ნივთია მოგზაურობისთვის. თავიდან შეგიძლიათ მათში პიჯაკები და კაბები მოათავსოთ, რათა გზაში არ დაგეკუჭოთ. შემდეგ კი მათში ჭუჭყიან ტანსაცმელს ჩაალაგებთ.