უგემრიელესი ფრანგული ომლეტი
fpaparazzi გთავაზობთ რეცეპტს, რომელსაც ევროპის ბევრი შეფ-მზარეული იყენებს.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. გარეცხეთ და გააშრეთ კამა და ოხრახუში. დაჭერით წვრილად.
2. კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ მწვანილი და მარილი.
3. გაახურეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე, გაადნეთ კარაქი და დაასხით კვერცხის მასა.
4. ხის ნიჩბით მოურიეთ, სანამ კვერცხი შეკვრას არ დაიწყებს.
5. შემდეგ ომლეტის ერთი მხარე გადაახვიეთ ცენტრისკენ და მოაყარეთ გახეხილი ყველი, დააფარეთ ომლეტის მეორე ბოლო. შეწვით კიდევ 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ კვერცხის მასა ბოლომდე არ შეიკვრება!
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კვერცხი 3 ცალი
- კარაქი 20 გ
- მარილი გემოვნებით
- კამა 20 გ
- ოხრახუში 20 გ
- მაგარი სახეობის ყველი 50 გ