5 მიზეზი, თუ რატომ არის ქალწული იდეალური კანდიდატურა ოჯახის შექმნისთვის

5 მიზეზი, თუ რატომ არის ქალწული იდეალური კანდიდატურა ოჯახის შექმნისთვის
სანდო და პრაქტიკული, გაწონასწორებული და წინდახედული ქალწული იდეალური პარტნიორია ქორწინებასა და სიყვარულში. და აი რატომ:

1 არ ისვრის სიტყვებს ფუჭად ჰაერში

ქალწული მუდამ პასუხისმგებლიანად ეკიდება დაპირებებსა და გრძნობებს. შესაძლოა, თავიდან გაუჭირდეს სიყვარულის ახსნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცივი და უგრძნობია. უბრალოდ, მას დრო სჭირდება, რომ გაერკვიოს თავის ემოციებში და ურთიერთობის პერსპექტივა გააანალიზოს. როდესაც აზრებს დაალაგებს, ქალწული გეტყვით სანუკვარ :მიყვარხარ”-ს და ამის მერე თავის სიტყვებს უკან არასოდეს წაიღებს.

2. აფასებს სტაბილურობას

მუდმივი სიახლეები და ცხოვრებისეული არასტაბილურობა - ქალწულისთვის არ არის. ის ბუნებით კონსერვატიულია, რაც მას უაზრო თავგადასავლებისგან იცავს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქალწული მოსაწყენია. როდესაც ის გულწრფელად არის დაინტერესებული ურთიერთობების გაღვივებაში, ძალისხმევას არ იშურებს, რომ პარტნიორმა თავი საუკეთესოდ იგრძნოს.

3 იცის ფულის ყადრი

ქალწულთან ნებისმიერი ფინანსური კრიზისი საშიში არ მოგეჩვენებათ, რადგან მას ეხერხება ეკონომიის გაწევა, ამასთან ცხოვრების ხარისხი არ ზარალდება. ამ წინდახედულ ნიშანს განსაკუთრებული ალღო გააჩნია ფინანსური კატაკლიზმების მიმართ, ასევე თანდაყოლილი თვისება, დაზოგოს ფული შავი დღისთვის.

4. უყვარს სექსში მრავალფეროვნება

მითი იმის შესახებ, რომ ქალწული ცივია და არ აინტერესებს ხორციელი სიამოვნება, თავად ასტროლოგებსაც მობეზრდათ. ქალწული სულაც არ არის გულგრილი სექსუალური სიამოვნების მიმართ და ტავადვე თავისუფლად სთავაზობს პარტნიორს რაიმე ახალს. და ეს შესაძლოა ცნობისმოყვარეობის გამოც გააკეთოს. თუმცა, მის იერსახეს ვნებათა შინაგანი ვულკანი ნამდვილად არ ეტყობა. გარდა ამისა, ქალწული ძალიან იშვიათად ღალატობს. ერთ-ერთი მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ არ სურს ახალ პარტნიორს მიეჩვიოს.

5. პასუხისმგებლიანი მშობელია

ქალწული-მშობელი, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს, მუდამ მონახავს დროს, შეუმოწმოს შვილს საშინაო დავალებები, ამასთან გააკონტროლებს, რომ ის დიდ ხანს არ გაერთოდ გაჯეტებით. ვინმეს ასეთი მიდგომა ზედმეტად მკაცრი მოეჩვენება, მაგრამ პრაქტიკული ქალწული დარწმუნებულია, რომ ცოდნა და სიბრძნე სკოლის ასაკში ინტერნეტში არ უნდა მოიძიო. ზუსტი მეცნიერების მოყვარული ქალწული სიამოვნებით გაიხსენებს ბავშვობას და ჩაატარებს ცდებს შვილთან ერთად. ქალწულს ძალიან უყვარს სწავლა და როცა შვილს სასკოლო პროგრამის ათვისებაში ეხმარება, თავადვე ავარჯიშებს ტვინს.