სასაცილომდე მარტივი ხრიკები მაკიაჟისთვის

სასაცილომდე მარტივი ხრიკები მაკიაჟისთვის
წარმოგიდგენთ რამდენიმე უმარტივეს და სასარგებლო ხრიკს, რომლის მეშვეობით საკმაო თანხის დაზოგვას შეძლებთ:
  1. თვალის ფანქარი გელ-ლაინერად აქციეთ, რომ უფრო მარტივად წაისვათ



    სულაც არ არის აუცილებელი, ფანქარიც იყიდოთ და ლაინერიც. რა თქმა უნდა, გელ-ლაინერები უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა მაკიაჟში, ამიტომ თუკი თქვენ მხოლოდ ფანქარი გაქვთ არ გინდათ ზედმეტი თანხის დახარჯვა, ფანქრის წვერი რამდენიმე წამით ცეცხლის ალზე გააჩერეთ. აცალეთ 15 წამი, რომ გაგრილდეს და გამოიყენეთ, როგორც გელ-ლაინერი.

  2. #ჰეშთეგი და იდეალური Smokey Eyes


    ძალიან მოგწონთ ეს ტრენდული მაკიაჟი, მაგრამ არ იცით, როგორ გაიკეთოთ? უბრალოდ დაიხატეთ # ქუთუთოს გარეთა ნაწილზე და შემდეგ ფუნჯით ნაზად გადღაბნეთ.

  3. რა ვუყოთ დამტვრეულ კოსმეტიკას


    ხრიკი მარტივია - დამტვრეულ კოსმეტიკურ საშუალებას ცოტაოდენი 99%-იანი სპირტი დაუმატეთ და კოვზით დასრისეთ. მიღებული მასა დატოვეთ გასაშრობად ერთი ღამით. დილით კი სულ ახალი კოსმეტიკა დაგხვდებათ.

  4. თბილი წყალი მშრალი ტუშისთვის


    ტუში შრება? აავსეთ ჭიქა თბილი წყლით და ჩააგდეთ შიგნით ტუში. ასევე შეგიძლიათ ტუშში 4-5 წვეთი თვალის წვეთები ჩაუმატოთ.

  5. დაამზადეთ ბბ კრემი თქვენ თვითონ!
    სასაცილომდე მარტივი ხრიკები მაკიაჟისთვის

    ალბათ უმეტესობა ჩვენგანი ვიყენებთ ბბ კრემს. მაგრამ თუკი უეცრად გამოგელიათ, შეგიძლიათ ცოტაოდენი დამატენიანებელი და კონსილერი შეურიოთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.

  6. ზეითუნის ზეთი გრძელი წამწამებისთვის


    გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი წამწამების ზრდისთვის. ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სასარგებლო ხრიკია. ზეითუნის ზეთი ფაქტობრივად კონდიციონერია და ხელს უწყობს წამწამებს ზრდასა და სიჯანსაღეს.

  7. გაამთელეთ გატეხილი ტუჩსაცხი


    ეს ძალიან მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ - ოდნავ გააცხელეთ ტუჩსაცხი, გააგრილეთ 20 წამით და სულ ესაა!