შეიყვარეთ ხახვი და იმკურნალეთ მარტივად! სცადეთ, კმაყოფილი დარჩებით!
ადამიანების უმრავლესობას არ უყვარს ხახვი მისი მძაფრი სუნისა და თავისებური გემოს გამო, ამიტომ იშვიათად თუ მინახავს, რომ ვინმე უმ ხახვს მიირთმევდეს. არადა, მასზე სასარგებლო პროდუქტი ბევრი როდია. მერე კი გვიკვირს, ასე ხშირად რატომ ვცივდებით და რატომ გვემართება ვირუსები. ხახვის შესახებ თქვენს რუბრიკაში არაერთხელ წამიკითხავს, მაგრამ ახლა ამ მცენარის კიდევ რამდენიმე სასარგებლო თვისება უნდა გაგაცნოთ:
ექიმის კომენტარი:
ხახვი ხალხურ მედიცინაში ძირითადად ანტივირუსულ და იმუნომასტიმულირებელ საშუალებად გამოიყენება. მას აქვს ანტისეპტიკური, ანტიანთებითი და იმუნომოდულატორული ( იმუნიტეტის მომწესრიგებელი ) თვისებები. მას იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების, ანგინის, ქრონიკული ტონზილიტის დროს.
ხახვში შემავალი ეთერზეთი მართლაც ააქტიურებს ცრემლის გამოყოფას და ამავე დროს აქვს ანტიანთებითი ეფექტი, ამიტომ თვალის სიმშრალის პროფილაქტიკისთვის ეს შესაძლოა მართლაც კარგი მიგნება იყოს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ მკურნალობის ასეთი მეთოდის გამოყენებისას თვალში დისკომფორტმა იმატა ან ტკივილი იგრძენით, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ.
ხახვს ხალხური მედიცინა ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების პროფილაქტიკისთვისაც იყენებს. შესაძლოა ამასთან იყოს დაკავშირებული მისი ეფექტიანობა გულის უკმარისობით გამოწვეული შეშუპებების დროს.
- როცა გული გაწუხებთ და ამის გამო შეშუპებები გაქვთ, უნდა აიღოთ 2 თავი ხახვი ( საშუალო ზომის ), წვრილად დაჭრათ და მოაყაროთ შაქრის ფხვნილი თხელ ფენად. უმჯობესი იქნება, თუ ამ წამალს საღამო ხანს მოამზადებთ. დილისთვის ხახვი წვენს გამოუშვებს და უნდა მიიღოთ ამ წვენის 2 ს/კ. წვენი უნდა სვათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვიდრე შეშუპებები არ ჩაცხრება. თქვენს რუბრიკაში ადრე წერდით, რომ ამგვარად მიღებული ხახვის წვენი ხველის, ბრონქიტების და გაცივების წამალიაო, მე კი მას შეშუპების დროსაც ვიყენებ და არაჩვეულებრივ შედეგს მაძლევს.
- დღეს ბევრი ადამიანი მუშაობს კომპიუტერთან მეტად დაძაბულ რეჟიმში. მათი უმრავლესობა უჩივის თვალის სიმშრალეს, დაღლილობას, წვას, დისკომფორტს. ეს იმიტომ ხდება, რომ საცრემლე არხში ცრემლი კარგად არ მოძრაობს. მეც მაწუხებდა მსგავსი პრობლემა. აფთიაქში უამრავი საშუალება მირჩიეს, თანაც საკმაოდ ძვირად ღირებული, მაგრამ ვერავითარი შედეგი ვერ მივიღე. ამის წამალიც ხახვი გამოდგა, - ამ მცენარემ მთლიანად მომიხსნა ყველანაირი დისკომფორტი თვალებში.
ყოველდღიურად უნდა დაფცქვნათ ხახვი, დაჭრათ და იტიროთ და იტიროთ ( მოგეხსენებათ, ხახვი ცრემლის გამოყოფას ააქტიურებს ). როგორც კი ცრემლები გამორეცხავს საცრემლე არხებს, მაშინვე უკეთესობას იგრძნობთ. მაგრამ ეს პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში ზედიზედ უნდა ჩაატაროთ საღამოობით. გარკვეული დროის შემდეგ შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ.
ხახვი ხომ ყველა ოჯახში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია მაგრამ მისი სამკურნალოდ გამოყენება იშვიათად გვახსენდება. სცადეთ და კმაყოფილი დარჩებით.