9 შოკისმომგვრელი რამ, რისიც წარსულში ორსულ ქალებს სჯეროდათ

9 შოკისმომგვრელი რამ, რისიც წარსულში ორსულ ქალებს სჯეროდათ
რა თქმა უნდა, ბავშვის დაბადების მოლოდინი არაჩვეულებრივი გრძნობაა და ყველა მშობლეს ერთი სული აქვს, როდის აღმოჩნდება ეს პატარა მუთაქასავით ბედნიერება მათ მკლავზე, თუმცა მოლოდინის თვეები გარკვეულ ღელვასაც უკავშირდება. ყველა მშობელს სურს, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. ხანდახან ეს ღელვა ყოველგვარ საზღვარს სცილდება და საფუძვლად ედება უამრავ საინტერესო იდეას, რომელთა მიზანი ორსულობისას ნაყოფის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა.

ეს იდეები ათმაგად „საინტერესო“ იყო წარსულში, როდესაც მედიცინა ასეთი განვითარებული არ იყო და ორსულ ქალებს საოცარ მეთოდებს სთავაზობდნენ ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  1. დარჩი გაკოჭილი!


    თანამედროვე საცვლების შემოღებამდე ქალებისთვის ერთადერთი საშუალება კორსეტი იყო, ის მუდმივად უნდა სცმოდათ ტანსაცმლის შიგნით, მათ შორის, ორსულობის და მეძუძურობის დროსაც კი! ჩაცმულობის ეს „სასარგებლო“ ელემენტი შეიძლება ვინმესთვის კომფორტული ყოფილიყო, თუმცა ეჭვი გვეპარება, რომ ეს „ვინმე“ სწორედ ფეხმძიმე ქალი იქნებოდა.

  2. მოწიე!


    დღესდღეობით სიგარეტის კოლოფებზე ნახავთ წარწერას, რომელიც გაფრთხილებთ ნიკოტინის უარყოფითი გავლენის შესახებ ნაყოფზე, მაგრამ ადრე ექიმები ორსულ ქალებს ურჩევდნენ სიგარეტის მოწევას, რომ ნაყოფს ზედმეტად არ მოემატა წონაში და თანაც ითვლებოდა, რომ ეს კუჭის მოქმედებას არეგულირებდა.

  3. შეისუნთქე ქლოროფორმი!


    ეპიდურალური გაუტკივარების არცთუ უწყინარი „წინაპარი“ სწორედ ქლოროფორმია. ამ საშუალებას იყენებდნენ მშობიარის მგრძნობელობის გასათიშად. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის დაცვის მიზნით, ცდილობდნენ დედას გონება ბოლომდე არ დაეკარგა, მაგრამ ამ ნივთიერების გავლენა ძალიან ინდივიდუალურია.

  4. შეხედე რამე ლამაზს!


    ძველი ლეგენდების თანახმად, ორსულობისას ლამაზ ნივთზე თუ გარემოზე კონცენტრირება ბავშვის სილამაზეს უზრუნველყოფდა. რთულია ლოგიკაზე დავა, როდესაც თითოეულ დედას საკუთარი შვილი ხელოვნების სრულყოფილი ნიმუში ჰგონია, მაგრამ ეს მეთოდი აშკარად მოკლებულია მეცნიერულ საფუძველს.
    ამბობენ, რომ ამ სურათზე გამოსახულ ქალს სრულიადაც არ აკლდა გარშემო ლამაზი ნივთები და ხედები.

  5. დათვერი მშობიარობისას!


    მშობიარობისას ექიმები წითელი ღვინის სმას ურჩევდნენ ქალებს. მოგვიანებით დოზა შეამცირეს იმ მოტივით, რომ დედის მიერ მცირე რაოდენობის ალკოჰოლის მიღებისას ბავშვი თავს უკეთ იგრძნობდა.

  6. იჯექი სახლში!


    ფეხმძიმე ქალებს არწმუნებდნენ, რომ მათ მდგომარეობაში მანქანით მგზავრობა იგივე იყო, რაც გაუხედნავ ცხენზე შეჯდომა. თუკი მაინცდამაინც აუცილებელი იყო „დელიკატურ“ დგომარეობაში მყოფი ქალის მგზავრობა, მაშინ მათ მატარებელი უნდა აერჩიათ.

  7. ძლიერ სურვილებს ყურადღებას ნუ აქცევ!



    ყველა ქალის სხეული თავისებურად რეაგირებს მასში ახალი სიცოცხლის ზრდაზე. თუმცა ადრე ექიმები ორსულებს არწმუნებდნენ, არ გაემჟღავნებინათ ფიზიკური მოთხოვნინლებები და ესთეტიკურ იდეალებს მკაცრად მიჰყოლოდნენ.

  8. მოერიდე მზის შუქს!


    რა თქმა უნდა, გადაჭარბებული რაოდენობით ულტრაიისფერი სხივების მიღება ნებისმიერი ადამიანისთვის მავნებელია, მაგრამ ადრე ქალებს სჯეროდათ, რომ ორსულობისას მზეზე თუნდაც ცოტა ხნით გაჩერება დაუშვებელი იყო, რადგან ბავშვი მუცელში „ჩაეხარშებოდათ“.

  9. საძინებელში არ იეშმაკო!


    თანამედროვე მედიცინა ორსულობის პერიოდში სექსს ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს, აი ექიმი ჰარვი კელოგი კი ასე სულაც არ ფიქრობდა - ის თვლიდა, რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი იყო, მშობლებს ინტიმური ურთიერთობისგან თავი შეეკავებინათ მთელი 9 თვის მანძილზე.