ტესტი: ხართ თუ არა მოღალატე?

ტესტი: ხართ თუ არა მოღალატე?
დამეთანხმებით რომ საშინელებაა როდესაც გღალატობენ! თითქოს მიწა ფეხებიდან გეცლებათ და ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავზე ბრაზდებით, თუ რაატომ ენდეთ პიროვნებას, რომელმაც ასე გაგწირათ!

შემოთავაზებული ტესტით შეძლებთ საკუთარი თავის შემოწმებას, თუ რამდენად შეგიძლიათ ღალატი. მართალია ეს ხუმრობაა, მაგრამ ყველა ხუმრობაშიც ხომ სიმართლის მარცვალიც ღვივის?!.

კარგად დააკვირდეთ სურათზე მოცემულ ხეებს, აირჩიეთ ერთი, რომელიც ყველაზე ძალიან მოგეწონათ, შემდეგ კი შედეგი ნუმერაციის მიხედვით შეამოწმეთ.



ხე N1

ემიციური შემოტევის დროს, თქვენ არა გონებით, არამედ გრძნობებზე დაყრდნობით მოქმედებთ, ამიტომაც თქვენთვის ღალატი ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა ამგვარი ქმედების შემდეგ, ყოველთვის იტანჯებით ჩადენლი საქციელის გამო და განიცდით. ამ თვისების დამარცხება ძალიან იოლია თუკი თქვენი ემოციების ართვას ისწავლით და გადაწყვეტილებას ცხელ გულზე არ მიიღებთ.


ხე N2
ხასიათით ძალინ ჰგავხართ უდაბნოს მცენარე - ბურბურას. ხშირ შემთხვევაში საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ და ადვილია თქვენი გადაბირება თუნდაც არასასურველ მხარეს, ამასთანავე ღალატისკენაც. გაერიდეთ ხალხს, რომელიც ნეგატიურად განგაწყობთ. შეეცადეთ ისეთი ხალხის გარემოცვაში იყოთ, რომელთაც მხოლოდ კეთილი ზრახვები აქვს.

ხე N3

საკმაოდ რბილი პიროვნება ხართ და ხშირად სხვის გრძნობებსაც განიცდით. ხანდახან ზომაზე მეტადაც ღელავთ სხვის პრობლემებზე. ყოველთვის ამჯობინებთ პირდაპირ და ალალად აღიაროთ ყველაფერი რაც მიუღებელია თქვენთვის და თუ მეორე მხარეს ეს არ ესმის, მარტივად შეგიძლიათ გაწყვიტოთ მასთან უერთიერთობაც. თქვენი დევიზია: ნერვები უფრო ძვირფასია!

ხე N4

ღალატი თქვენთვის აღმზრდელობითი საქციელია. მოღალატე ადამიანს პატიობთ, მასთან განაგძობთ რაღაც პერიოდი ურთიერთობას, შემდეგ კი იგივე ქმედებით უხდით სამაგიეროს და წყვეტთ ყველანაირ ურთიერთობას, მოღალატე ადამიანთან. ღა თქმა უნდა ეს არ არის ლამაზი საქციელი, თუმცა თქვენ ამით ღრმად ხართ დარწმუნებული, რომ მოღალატეს ჭკუას ასწავლით ისე, რომ საუდამოდ მოიშლის ამ თვისებას.

ხე N5

თქვენზე ვერ იტყვის ადამიანი მოღალატეაო. თუკი ღალატს ექნება ადგილი, ეს მხოლოდ ერთჯერადად. თუმცა რაღას უშველით საქმეს? ამ საქციელის შემდეგ ყოველთვის სინდისის ქეჯნა გექნებათ და ყოველთვის ეცდებით ყველაფრის გამოსწორებას, თუკი ამის საშუალებას დაზარალებული მხარე მოგცემთ.

ხე N6

თქვენ შეგიძლიათ ადამიანის გრძნობებზე თამაში. როდესაც მოწყენილი ხართ და არ იცით როგორ მიიღოთ დამატებითი ემოციები, იწყებთ რაღაცის ძიებას. ასეთ შემთხვევაში ინრიგა მარტივი გამოსავალი არ არის, მაგრამ ცდილობთ გაიხალისოთ მდგომარეობა. უცებ შეგიძლიათ აურიოთ სიტუაცია, შემდეგ კი ყველა ძალას ხმარობთ მის დასალაგებლად. დროა გაიზარდოთ. ზრდასრული ადამიანები სხვანაირად ღებულობენ დადებით ემოციებს!

ხე N7

საკმაოდ ეგოისტი პიროვნება ბრძანდებით და საკუთარი თავის სარგებელზე ხართ ორიენტირებული. როდესაც სასწორზე დგება მატერიალური საკითხი თუ ღალატი, თქვენ რა თქმა უნდა ირჩევთ პირველს! მხოლოდ ჩადენილიდან წლების შემდეგ აანალიზებთ, რომ ადამიანური ურთუერთობები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საკითხები!