ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ!

ეს არის არაჩვეულებრივი  საშუალება დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ!
თუკი არ გაქვთ ჯამრთელობის პრობლემა და ავიტამინოზი. მაგრამ დახეთქილი და გაუხეშებული ქუსლების პრობლემა მაინც გაწუხებთ გთავაზობთ სახლის პირობებში ადვილად დასამზადებელ ეფექტურ საშუალებას.
დახეთქილ ქუსლებს კურნავს - იასამანის ყვავილები, რომლებიც უნდა შეაგროვოთ ყვავილობის დასაწყისში, გარეცხოთ, ოდნავ გაახმოთ.
რეცეპტი კი ასეთია.
დაგვჭირდება:
  • 1 ჭიქა ყვავილები
  • ნახევარი ჭიქა არაყი

მომზადების და გამოყენების წესი:
1 ჭიქა იასამანის ყვავილებს დაასხით ნახევარი ჭიქა არაყი, დააყენეთ 7 დღის განმავლობაში ბნელ ადგილზე; დროდადრო შეანჯღრიეთ.
ამ ნაყენით უნდა გაიკეთოთ კომპრესები ღამით მტკივნეულ ადგილზე, და ამავე დროს - რაც ძალიან მნიშვნელოვანია - მიიღოთ ეს ნაყენი შინაგანად დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში. დაიწყეთ დღეში 1 წვეთით, მეორე დღეს - 2 წვეთი და ასე შემდეგ 7 წვეთამდე, ხოლო შემდეგ უკუსვლით - 1 წვეთამდე.

დახეთქილ ქუსლებს შველის ნიორიც. დააყენეთ ნივრის კბილი და დაიდეთ ქუსლებზე როგორც კომპრესი. გაიჩერეთ 15 წთ. აკეთეთ ყოველდღიურად 15 დღის განმავლობაში.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური