ღვიძლის კისტა შესაძლოა სამუდამოდ მოიშოროთ ამ რეცეპტების დახმარებით!

ღვიძლის კისტა შესაძლოა სამუდამოდ მოიშოროთ ამ რეცეპტების დახმარებით!
ღვიძლის კისტის ნელი ზრდის გამო დაავადების ნიშნებმა შესაძლოა კარგა ხანს არც კი იჩინოს თავი. გავრცელებული და ადრეული სიმპტომია ყრუ ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა და ეპიგასტრიუმის არეში. სიყვითლე ვლინდება კისტის მსხვილ ნაღვლის სადინარებზე ზეწოლისას. იშვიათად კარის ვენაზე ზეწოლა ასციტს იწვევს. კლინიკური სურათი მძიმდება გართულების: დაჩირქებისა და კისტის გახეთქვის - დროს.

ღვიძლის კისტას მოიშორებთ ქრისტესისხლას წვენის დახმარებით, გაზაფხულზე, როცა წამოიზრდება ნორჩი ქრისტესისხლა, მოამზადეთ მისი წვენი :
ბალახი გაატარეთ ხორცსაკეპში, წვენი გამოწურეთ და დააყენეთ სამლიტრიან ქილაში. სუფთა წვენი გადაასხით შუშის ბოთლებში და შედგით მაცივარში. დაიწყეთ წვენის თითო - თითო წვეთის სმა, გახსნილი 1 ჩ/კ წყალში. მიიყვანეთ წვეთების რაოდენობა 10- მდე, ყოვედღე 1 წვეთის დამატებით. სვით 10 დღე, ხოლო მომდევნო 10 დღე შეისვენეთ. შემდეგ 1 ჩ/კ წვენი შეურიეთ. 4 - 5 ჩ/კ წყალს და დალიეთ თითო ჩ/კ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 1 სთ - ით ადრე 10 დღის განმავლობაში - 10 დღე შესვენება, და ასე 2 კურსი. სულ უნდა შესვათ 1, 25 ლ წვენი. გასინჯვის შემდეგ შესაძლოა ღვიძლში კისტა აღარ აღმოგაჩნდეთ.

ღვიძლში ანთებითი პროცესის დროს გთავაზობთ მწარე აბზინდისა და სალბის ნაყენს:
ინგრედიენტები:
  • 1 წილი აბზინდა
  • 5 წილი სალბი

მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ ერთი წილი აბზინდა და ხუთი წილი სალბი. ნარევის 1 ს/კ დააყენეთ 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე, გააჩერეთ ნახევარი სთ - ის განმავლობაში. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი 4 - ჯერ დღეში. 3 კვირა სვით ნაყენი, 2 კვირა დაისვენეთ და ასე გაიმეორეთ სრულ გამოჯანსაღებამდე.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური