ამ გოგონას საშვილოსნოზე კბილებიანი კისტა აღმოაჩნდა!

ამ გოგონას საშვილოსნოზე კბილებიანი კისტა აღმოაჩნდა!
ხანდახან ქალებს გვიჭირს საკუთარ სხეულზე საუბარი, განსაკუთრებით როდესაც ეს ჩვენს ჯანმრთელობას ეხება. ათწლეულების მანძილზე ქალის ჯანმრთელობის საკითხებზე არსებულმა სტიგმამ გამოიწვია ის, რომ გვერიდება ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული ისტორიების გაზიარება, ან კიდევ თავად არ ვეძიებით მათ.

საბედნიეროდ, უკვე ბევრი ქალი გამოდის და ყვება საკუთარ ისტორიას, პირადულ დეტალებს, ასევე გვიზიარებენ პრობლემის ამსახველ ფოტოებს.

სწორედ ასეთი ქალი გახლავთ ნატაშა ჰემინგი, რომელიც სისტემატურად უჩიოდა ტკივილს მენჯის ღრუში. ამ პრობლემამ მას მთელი მოზარდობის ასაკი მოუწამლა.
თავდაპირველად, ექიმები არწმუნებდნენ, რომ ეს არ იყო რამე სერიოზული, მაგრამ გოგონას არ სურდა ამის დაჯერება და ექიმიდან ექიმთან ინაცვლებდა, ანალიზებს ანალიზებზე იკეთებდა.

ერთ-ერთი ასეთი გამოკვლევისას, მას ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც საშვილოსნოს არეში უზარმაზარი ზომის კისტა გამოავლინა. ამან დაადასტურა ნატაშას ეჭვები, რომ საქმე არ იყო ისე მარტივად, როგორც ექიმები წლების მანძილზე უხატავდნენ.

ნატაშას 13 წლის ასაკიდან აწუხებდა მწვავე ტკივილი და „დაქაჩვის“ შეგრძნება მენჯის არეში, მარცხენა მხარეს. თავდაპირველად ის და დედამისი ყველაფერს ენდომეტრიოზს აბრალებდნენ, მაგრამ ექიმებმა მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინეს და ტკივილგამაყუჩებლების მიღება ურჩიეს.

მაგრამ ტკივილები სკოლის დამთავრების შემდეგაც გაგრძელდა, სანამ 22 წლის ასაკში უსლტრაბგერითმა გამოკვლევამ პათოლოგია გამოავლინა.

ექიმმა სასწარფოდ მოიწვია სპეციალისტები შედეგის განსახილველად. როგორც აღმოჩნდა, ნატაშას არაფერიც არ მოსჩვენებია - მას ნამდვილად ჰქონდა ტკივილები,რომელსაც იწვევდა დიდი ზომის კისტა საშვილოსნოს გარშემო.

სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ეს იყო დერმოიდული კისტა, რომელიც გოგონას ორგანიზმში დაბადებიდანვე ბუდობდა.

კისტაში კი ექიმებმა აღმოაჩინეს თმა, სამი კბილი, ზურგის ძვლის ტვინი და კანის ქსოვილი.

ზოგიერთი თეორიის თანახმად, ამგვარი კისტა ვითარდება მაშინ, როდესაც საშვილოსნოში ერთი ტყუპი მეორეს შეიწოვს. ხოლო ვინაიდან ჰემინგების ოჯახში ტყუპები ხშირად ჩნდებოდნენ, ნატაშა ხუმრობდა, რომ მან თავისი ტყუპისცალი საშვილოსნოში შეჭამა.

დიაგნოზის დასმის შემდეგ გოგონამ შვებით ამოისუნთქა, რადგან დადგინდა, რომ ტკივილი ნამდვილად არ იყო მისი ფანტაზიის ნაყოფი.

ექიმებმა ნატაშა გააფრთხილეს, რომ კისტა მანგოს ნაყოფის ზომის გახდებოდა, თუ მას არ მიხედავდა. რთული სამედიცინო პროცედურისას კისტა გასკდა, რასაც მართალია მტკივნეული, მაგრამ უაღრესად წარმატებული რეაბილიტაციის პროცესი მოჰყვა.



ამდენწლიანი დავიდარაბის დასრულების შემდეგ, ნატაშა ჰემინგი მოუწოდებს გოგონებს, ღიად ისაუბრონ იმაზე, თუ რა ხდება მათ ორგანიზმში.

ამ გოგონას საშვილოსნოზე კბილებიანი კისტა აღმოაჩნდა!

მიუხედავად იმისა, რას გეუბნებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, არასდროს უნდა იგრძნოთ თავი უხერხულად ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ასევე აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ დიაგნოზი სხვაგან, თუ საჭიროდ მიიჩნევთ.