მწეველის ამ უბრალო ფოტოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მაინც რა ზიანი მოაქვს სიგარეტს?

ეჭვგარეშეა, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ეს ყველას გვესმის, თანაც უკვე ათწლეულებია.
სიგარეტის მავნე ზეგავლენა გამოიხატება როგორც ნაადრევ დაბერებაში, ასევე უფრო სერიოზულ შედეგებშიც, რაც გულისხმობს სასიკვდილო დაავადებების მაღალ რისკს, მაგალითად კიბოს და ემფიზემას.
თუმცა ამ ცნობილი საფრთხეების მიუხედავად, მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი კვლავაც მწეველია. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ერთ-ერთი სიგარეტზე დამოკიდებულებაა, მაგრამ ისიც საფიქრებელია, რომ ადამიანებს მოწევის მავნებლობის აღსაქმელად თეორიულ ინფორმაციაზე მეტად ვიზუალური მტკიცებულება სჭირდებათ.
სწორედ ამის გამო სოციალურ ქსელ Reddit-ზე გამოქვეყნებული ფოტო ვირუსივით მოედო მთელ ქსელს. ეს უბრალო ფოტო კარგად ასახავს, თუ რა ხდება თქვენს სახლში, როდესაც 20 წლის განმავლობაში ეწევით.
ფოტო მომხმარებელმა გამოაქვეყნა წარწერით „აი, როგორ გამოიყურება დღეში 2 კოლოფი, 20 წლის განმავლობაში“.

თავიდან თითქოს ვერაფერს ვამჩნევთ, მაგრამ შემდეგ ცხადი ხდება, რომ ეს არის მწეველი ადამიანის სახლის კედელი, რომელზეც სამი სურათი ეკიდა. სურათების ჩამოხსნის შემდეგ ეს ადგილები თეთრია, სახლის დანარჩენი ნაწილი კი მონაცრისფრო-ყვითელი.
სწორედ ეს არის მოწევის თვალნათელი ეფექტი. მისი კვამლი თქვენი ორგანიზმის გარდა, გარესამყაროშიც ვრცელდება. სწორედ ამიტომ არის პასიური მწეველობა საშიში. არ არის აუცილებელი თვითონ ეწეოდეთ, სიგარეტის კვამლი თქვენს ჯანმრთელობას მაინც აზიანებს.
მოწევა ნაადრევ დაბერებას იწვევს, აყვითლებს კბილებს, აღარაფერს ვამბობთ იმ სუნზე, რომელიც მწეველის სახლში დგას.

რა თქმა უნდა, თქვენ ბოლომდე ვერ გამოასწორებთ იმ ზიანს, რაც სიგარეტმა მოგაყენათ, მაგრამ თუ ახლავე დაანებებთ თავს მოწევას, ყველაზე მძიმე შედეგებს მაინც აიცილებთ თავიდან.