საკმარისია სახსრების ტკივილის ატანა! მოამზადეთ ეს სასწაულმოქმედი ნარევი

საკმარისია სახსრების ტკივილის ატანა! მოამზადეთ ეს სასწაულმოქმედი ნარევი
სახსრების ტკივილი უცაბედად არ იჩენს თავს, მას წინ ახლავს დესტრუქციული პროცესები. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პრობლემის გამომწვევი მიზეზის დადგენა, შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ მის აღფოხვრაზე ზრუნვა.

ასაკოვანი, ხანში შესული ადამიანების უმრავლესობისთვის ეს საშინელი პრობლემა, რომელიც ძლიერ ტკივილებთან და დიდ დისკომფორტთანაა დაკაშირებული, ძალიან კარგადაა ცნობილი. როგორც წესი, ამ უსიამოვნო მოვლენას არასწორი კვება, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი ან გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა განაპირობებს.

იმ შემთხვევაში, თუ სახსრების ტკივილმა ახალგაზრდობაშივე იჩინა თავი, ეს სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე და სასახსრე ხრტილის დაზიანებაზე მეტყველებს.

სწორედ ამიტომ, დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ გასაოცარ საშუალებას, რომელიც ძალზედ ეფექტურია სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად და მისი პროფილაქტიკისთვის. ამ უნიკალური რეცეპტის წყალობით თქვენ ხანმოკლე დროში გაიჯანსაღებთ სახსრებს და დაივიწყებთ უსიამოვნო შეგრძნებებს.



როგორ ვუმკურნალოთ სახსრების ტკივილს

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 250 მლ ფორთოხლის წვენი;
  • 150 გ შვრიის მარცვლები;
  • 200 მლ წყალი;
  • 1 ჩ.კ დაფქული დარიჩინი;
  • 300 გრამი ანანასი;
  • 20-30 გრამი თაფლი;
  • 50 გრამი ნუში.

მომზადება:

  1. მოხარშეთ შვრია და მიეცით მას გაგრილების საშუალება.

  2. მიღებულ ფაფაში ჩაამატეთ ფორთოხლის წვენი, წყალი, ანანასი, დარიჩინი, თაფლი და დაფქული ნუში. მოათავსეთ ნარევი ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.




გამოყენება:

მიიღეთ 100 მილილიტრი ეს ნარევი ყოველ დილას, საუზმობამდე 20 წუთით ადრე. ასევე კარგი იქნება, თუ ამ საშუალებას 1 ჭიქა წყალს მიატანთ, რათა ორგანიზმა ადვილად შეძლოს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა.

რატომაა ეფექტური ეს საშუალება?

  1. ფორთოხალი და ანანასი C ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია. ორივე მათგანი ამაგრებს ძვლებს, მყესებსა და იოგებს. გარდა ამისა, ეს ორი პროდუქტი ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.



  2. დარიჩინი ბოჭკოებითა და კალციუმით გამდიდრებული პროდუქტია. ის ხელს გვიწყობს ძვლების გაახალგაზრდავება-გაჯანსაღებაში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს.



  3. შვრია მაგნიუმით, ფოსფორითა და კალციუმით გამდიდრებული პროდუქტია. ის აჯანსაღებს და აძლიაერებს ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას.



  4. ნუში გამდიდრებულია სხვადასხვა მინერალებით, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ძვლების ჯანმრთელობისთვის. კალცუმი, მაგნიუმი, მანგანუმი და ფოსფორი - უმნიშვნელოვანესი მინერალები, რომლებიც ჩვენი ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.


ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან.