7 უნიკალური ხრიკი, რომელიც ცხოვრებაში ბევრჯერ გამოგადგებათ. ჩაინიშნეთ და გამოიყენეთ!

7 უნიკალური ხრიკი, რომელიც ცხოვრებაში ბევრჯერ გამოგადგებათ. ჩაინიშნეთ და გამოიყენეთ!
დღეს პროგრესი ისეთ დონემდეა მისული, რომ რაიმე ახლის გამოგონება ძალიან რთულია. მაგრამ არსებობენ ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც თავში ასეთი გენიალური იდეები მოსდით. ჩვენმა რედაქციამ თავი მოუყარა 7 უნიკალურ ხრიკს, რომლებიც დაგიზოგავთ დროს, ფულსა და ნერვებსაც კი. ჩაინიშნეთ და გამოიყენეთ!

7 გენიალური ხრიკი

სანთებელა პირველადი დახმარების გასაწევად

სანთებელას აირი გაქრობისას ძალიან ცივდება, ამიტომ, თუ მას ნაიარევზე ან დამწვრობაზე მოვაპკურებთ, შევძლებთ შეშუპების ჩაცხრობას.

რატომ უნდა გავპარსოთ წინდები



ჩვეულებრივი საპარსი დაგეხმარებათ საყვარელ სვიტრზე, წინდებზე და ქაშმირის პალტოზე მოვაცილოთ ბურძგლები.

როგორ გავხადოთ ფეხსაცმელი წყალგაუმტარი



დაამუშავეთ ფეხსაცმელი პარაფინის სანთლით და გააშრეთ ფენით.

როგორ გავჭრათ ვაჭლი დანის გარეშე



დაიჭირეთ ხილი ორივე ხელით და გახლიჩეთ შუაზე. ყველაზე სუსტი ნაწილი ვაშლის თავშია, ამიტომ, ყევლაფერი გამოგივათ.

იდეა ეკონომიისთვის



ოჯახის ბიუჯეტის ეკონომიის გასაწევად, ნახევარლიტრიან პლასტმასის ბოთლში ჩაასხით წყალი და მოათავსეთ უნიტაზის ბაკში. ამგვარად იქ ნახევარი ლიტრით ნაკლები წყალი დაგროვდება.

ძაღლების შესაშინებლად



თუ ველოსიპედით სეირნობა გიყვართ, მაგრამ პანიკაში ვარდებით, როცა ძაღლი მოგდევთ - დაამაგრეთ საჭესთან ელექტროშოკიანი ფანარი. როცა ძაღლები ყეფას დაიწყებენ, ჩართეთ იგი. ცხოველებს ამ ხმის ეშინიათ და მომენტალურად შეგეშვებიან.

კვერცხის სწრაფი გაფცქვნა



თუ მოკლე დროში დიდი ოდენობით კვერცხი უნდა გაფცქვნათ, მოათავსეთ თასში და დაასხით ცივი წყალი. დაახურეთ თავსახურავი და 10 წამის განმავლობაში შეანჯღრიეთ. ნაჭუჭი თავისით მოსცილდება.