კვანძებს ფარისებურ ჯირკვალზე ქირურგის ჩარევის გარეშე ასე უმკურნალებთ!

კვანძებს ფარისებურ ჯირკვალზე ქირურგის ჩარევის გარეშე ასე უმკურნალებთ!
კვანძები ფარისებურ ჯირკვალზე. დაავადებას ქირურგის ჩაურევლად ასე უმკურნალებთ:

დაგვჭირდება:
  • 1 ჭიქა კაკლის უღელი
  • არაყი

მომზადების და გამოყენების წესი:
1 ჭიქის მოცულობის კაკლის უღელი მოათავსეთ ლიტრიან ქილაში, დაასხით არაყი ქილის გავსებამდე, სახურავი მჭიდროდ დაახურეთ და დააყენეთ 1 კვირა. ნაყენი სვით ჩ/კ-ით დღეში 3 - ჯერ ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში. შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და ისევ გააგრძელეთ მკურნალობა. მკურნალობის კურსი 3 თვეა. აგრეთვე ყოველ საღამოს გაიკეთეთ კომპრესი კაკლის ფოთლებისა და ნაჭუჭის ნაყენისაგან: 3 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 სთ დააყენეთ და გაწურეთ. დაასველეთ სელის სელის ქსოვილის ნაჭერი ნაყენში , ოდნავ გამოწურეთ და დაიფინეთ კისერზე; ზემოდან დაიდეთ კომპრესის ქაღალდი და დილამდე თბილი შარფით შეიხვიეთ. სასურველ შედეგში 3 თვის შემდეგ თავად დარწმუნდებით.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური