მარტივი საშუალება, რომლის დახმარებითაც ზურგის აკნეს 10 დღეში მოიშორებთ.

მარტივი საშუალება, რომლის დახმარებითაც ზურგის აკნეს 10 დღეში მოიშორებთ.
როგორც იცით, აკნეს და მუწუკებს ძირითადად ბაქტერიები იწვევს. ზოგიერთ ადამიანს ძალიან მგრძნობიარე კანი აქვს და ბაქტერიული ინფექციები სახის გარდა, ტანზეც უვრცელდებათ, მაგალითად მკერდზე, კისერზე, მხრებზე და ყველაზე ხშირად - ზურგზე.

გთავაზობთ ამ პრობლემის სამკურნალო მცენარეულ საშუალებას, რომლის მომზადებაც სახლის პირობებში შეგიძლიათ.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 10 გრამი ვაშლის ძმარი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

    ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ მიქსტურა მაცივარში შეინახეთ რამდენიმე საათით.

    ეს ნარევი ყოველდღიურად უნდა წაისვათ უშუალოდ დამუწუკებულ ზონაზე ან აკნეზე. გაიჩერეთ 30 წუთით და ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ერთი კურსი შეადგენს 10 დღეს. შედეგი კი მართლად გაგაოცებთ, თანაც ამ კრემის გამოყენება ნებისმიერი ტიპის კანზე შეიძლება.