ანტი-ასაკობრივი კრემი თვალების კანისთვის: მოამზადეთ 1 წუთში და მიიღეთ 100%-იანი შედეგი!

ანტი-ასაკობრივი კრემი თვალების კანისთვის: მოამზადეთ 1 წუთში და მიიღეთ 100%-იანი შედეგი!
ეს მარტივად მოსამზადებელი კრემი ძალზედ ეფექტურია თვალების გარშემო არსებული კანის მოსავლელად. მე ის საკუთარ თავზე გამოვცადე და ახალ თქვენც გირჩევთ!

არასაკმარისი ძილი, ალერგია და სტრესი განაპირობებს თვალების გარეშე ნაოჭებისა და შავი წრეების გაჩენას, რაც ძალზედ ულამაზოდ და უშნოდ გამოიყურება. უამრავი ქალბატონის ოცნებაა გაუმკლავდეს ამ პრობლემას, თუმცა, როგორც წესი, მათი თითოეული მცდელობა უშედეგოდ სრულდება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კანის ეს ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღებას, მოვლასა და მზრუნველობას საჭიროებს.

რა თქმა უნდა, კოსმეტიკურ მაღაზიებში თქვენ შეგიძლიათ უამრავი სპეციალური კრემისა და საშუალების შეძენა, თუმცა მათი უმრავლესობა გაჯერებულია მავნე ქიმიური ნივთიერებებით, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ეს ძვირადღირებული საშუალებები ეფექტურობით ყოველთვის არ გამოირჩევა.

იმის მაგივრად, რომ დახარჯოთ არც თუ ისე მცირე თანხა კოსმეტიკურ პროდუქტებში, გირჩევთ მოამზადოთ ეს გასაოცარი კრემი საკუთარი ხელით, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ.

ინგრედიენტები:
  • ქოქოქსის ზეთი;
  • E ვიტამინი;
  • საკმევლის ეთერზეთი.


მომზადება:

მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი მინის ჭურჭელში და შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე. ჩაამატეთ მასში E ვიტამინის 2 კაფსულა და კარგად მოურიეთ. მიღებულ ნარევში ჩააწვეთეთ 2 ან 3 წვეთი საკმევლის ეთერზეთი.





კიდევ ერთხელ მოურიეთ და მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური. შეგიძლიათ შეინახოთ ის მაცივარში.

გამოყენება:

დაძინების წინ წაისვით მომზადებული კრემი თხელ ფენებად თვალების გარშემო არსებულ კანზე. ხანმოკლე დროში მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია!