მოიშორეთ პიგმენტური ლაქები, შავი წერტილები და გამონაყარი სულ რაღაც 15 წუთში!

მოიშორეთ პიგმენტური ლაქები, შავი წერტილები და გამონაყარი სულ რაღაც 15 წუთში!
სუფთა, გლუვი და რბილი კანი - ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის სიმბოლო. თითოეული ქალბატონის სურვილია მისი კანი უნაკლოდ გამოიყრებოდეს, თუმცა თანამედროვე ცხოვრებიდან გამომდინარე, რაშიც ვგულისხმობთ დაბინძურებულ გარემოს, არასწორ კვებას, არასაკმარის ფიზიკურ აქტივობას და ა.შ, ჩვენი ორგანიზმი საგრძნობლად ზიანდება, რაც პირველ რიგში, უარყოფითად აისახება ჩვენი კანის მდგომარეობაზე.

რა შეიძლება იყოს იმაზე გამაღიზიანებელი, ვიდრე სახეზე შავი წერტილების, აკნეს და პიგმენტური ლაქების გაჩენა? ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია თითოეული ქალბატონისთვის!

როგორ მოვიქცეთ? რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კოსმეტოლოგს დახმარებისთვის და ჩაიტაროთ სხვადასხვა ძვირადღირებული პროცედურები ან გამოიყენოთ ეს უებარი საშუალება, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ.

ეს ეფექტური ნიღაბი, რომლის დამზადებასაც ამ სტატიაში გასწავლით, დაგეხმარებათ სახის კანიდან შავი წერტილების, პიგმენტული ლაქების მოშორებაში და ფორების გაწმენდაში. მისი მომზადება ძალზედ მარტივია სახლის პირობებში.

გაიკეთეთ სახის ეს ნიღაბი 10 დღეში ერთხელ და ხანმოკლე დროში მიღებული შედეგებით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით!

თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ინგრედიენტი:
  • თაფლი;
  • საკვები სოდა;
  • წყალი;

სოდა წმენდს ფორებს, ასუფთავებს კანს და ანადგურებს ბაქტერიებს. ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმს, რომელიც არეგულირებს კანის ტენიანობის დონეს და გახლავთ მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია კანის უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

თაფლი არბილებს სოდის ''აგრესიულ'' ქმედებას და კვებავს კანის უჯრედებს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, რომლებიც აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს.

როგორ მოვამზადოთ ეს ნიღაბი:

  1. მოათავსეთ პატარა ჭურჭელში 1 სუფრის კოვზი სოდა, 2 სუფრის კოვზი თხევადი თაფლი და გულდასმით გადაურიეთ. თუ ზედმეტად ბლანტი მასა მიიღეთ, ჩაამატეთ მასში იმ რაოდენობით წყალი, რომ ნარევი ოდნავ დარბილდეს და გათხევადდეს.
  2. მიღებული საშუალება წაისვით სახეზე წრიული მოძრაობებით.
  3. გაიჩერეთ ის 10-15 წუთით. თუ თქვენ მშრალი და მგრძნობიარე კანი გაქვთ, არ გაიჩეროთ ეს ნიღაბი 10 წუთზე დიდხანს.
  4. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ვიდეო, რომელშიც აღწერილია ამ ნიღბის მომზადების პროცესი:



გირუვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!