რა ნიჭს ფლობთ? ორიგინალური ტესტი თვალების ფერის მიხედვით

რა ნიჭს ფლობთ? ორიგინალური ტესტი თვალების ფერის მიხედვით
საოცარი ფაქტია: მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ადამიანის ნიჭს მისი თვალების ფერი განაპირობებს. ყველაზე მეტად ცისფერი თვალების მფლობელებს გაუმართლათ, და აი რატომ...

ლუისვილის უნივერსიტეტში უნიკალური ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყველა შეირჩა ერთადერთი კრიტერიუმით - მათ ცისფერი თვალები ჰქონდათ. როგორც აღმოჩნდა, ცისფერთვალება ადამიანები ცხოვრებაში უფრო წარმატებული არიან, ვიდრე სხვა ფერის თვალების მქონეები.

ასევე, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ცისფერი თვალების მფლობელები მძიმე პროფესიებსა და სწავლაშიც მეტად წარმატებული არიან. მათ სხვადასხვა ნიჭი გააჩნიათ და იოლად იპყრობენ საპირისპირო სქესის გულებს. მათ ასევე უმართლებთ სპორტშიც, განვითარებული აქვთ სტრატეგიული აზროვნება.

ჯერჯერობით, მეცნიერებმა ეს ფაქტი ვერ ამოხსნეს. ამოცანას ისიც ართულებს, რომ თვალის ფერი მემკვიდრეობით კი გადმოიცემა, მაგრამ რთული გენეტიკური კომბინაციების შედეგია და რამდენიმე თაობის შემდეგ ვლინდება.