ყოველდღიურად ჩემი დაქალი სახეს ბანანის კანით იწმენდდა. 6 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოიქცეთ ასე.

ყოველდღიურად  ჩემი დაქალი სახეს ბანანის კანით იწმენდდა. 6 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოიქცეთ ასე.
აკნე - კანის ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომლიც მხოლოდ მოზარდებს არ აწუხებთ. ჩვენ საკმაოდ ხშირად ვცდილობთ ამ კოსმეტიკური პრობლემის დაფარვას ტონალური კრემის სქელი ფენის ქვეშ, რის შედეგადაც, როგორც წესი, კიდევ უფრო ვამწვავებთ სიტუაციას.

რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი და პროცედურა მოცემული პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა მაღალხარისხიანი პროდუქტები, რომლებიც მართლაც გასაოცარ შედეგს გვაძლევს, საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. საბედნიეროდ, აკნეს დამარცხება, კანის გაახალგაზრდავება და მცირე დეფექტების აღმოფხვრა შესაძლებელია ნატურალური პროდუქტების დახმარებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი გვაქვს უამრავი ადამიანისთვის საყვარელ ტროპიკულ ხილზე, ბანანზე. დიახ, არ მოგესმათ... ბანანი მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტია, რომელსაც წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს კანზე.

ბაანის კანის თვისებები
  • ბანანის კანის თეთრი ნაწილი წარმოადგენს ''სილამაზის ვიტამინების'' უდიდეს ბუნებრივ წყაროს. ესენია: A, B, C და E ვიტამინები.

  • გარდა ვიტამინებისა, ბანანის კანი მდიდარია თუთიით, რკინითა და მანგანუმით. თითოეული ეს ფინერალი ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.

  • სახამებლის მაღალი შემცველობის ხარჯზე ეს პროდუქტი გვეხმარება კანის ზედმეტი ცხიმიანობის დამარცხებაში. მეტიც, ის არაჩვეულებრივად წმენდს კანის ფორებს დაგროვებული ჭუჭყისგან, მკვდარი უჯრედებისგან და ტოქსინებისგან.


როგორ გამოვიყენოთ ბანანი სახის კანის გასაჯანსაღებლად?

  1. სუფთა სახე
    კარგად დაიბანეთ სახე საპნის გამოყენებით. 10 წუთის შემდეგ დაიმუშავეთ სახე ბანანის ქერქით და მოითმინეთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ, რათა შეძლოთ კანის ფორების გაწმენდა და მცირე დეფექტების აღმოფხვრა.

  2. ბანანის კანი და შვრიის ფანტელები
    მოათავსეთ ბლენდერში ერთი ბანანის კარგად გარეცხილი კანი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და მესამედი ჩაის ჭიქა შვრიის ფანტელები. ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. მომზადებული პასტისებრი მასა წაისვით სუფთა კანზე ნელი წრიული მოძრაობებით (არ შეეხოთ კანს თვალების გარშემო). გაიჩერეთ ნიღაბი 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით დამატენიანებელი კრემი. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, რათა დაამარცხოთ აკნე, კანის ზედმეტი ცხიმიანობა, გაიწმინდოთ ფორები და ა.შ.

  3. ბანანის კანი და კურკუმა
    უკვე მრავალი წელია, რაც კურკუმა საკმაოდ ხშირად გამოიყენება კოსმეტიკური საშუალების სახით. ამ პროდუქტის ანთების საწინააღმდეგო თვისებები გვეხმარება აკნეს დამარცხებაში. აიღეთ 1 ბანანის კანი, კარგად გარეცხეთ ის და ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფისებრი მასა. ჩაამატეთ მასში თანაბარი რაოდენობით კურკუმის ფხვნილი და იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ ოდნავ ბლანტი მასა. წაისვით ეს ნიღაბი სახის კანზე (ამ შემთხვევაშიც მოერიდეთ კანს თვალების გარშემო), გაიჩერეთ დაახლოებით 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.

  4. ბანანის კანი და ლიმონის წვენი
    ლიმონმჟავა, რომელიც ჭარბადაა ლიმონის წვენში, არა მხოლოდ ანადგურებს ბაქტერიებს, არამედ ათეთრებს კანს და გეხმარება ნაწიბურების შემცირებაში. შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ლიმონის წვენი და ბანანის კანისგან დამზადებული ფაფისებრი მასა. მიღებული საშუალება წაისვით სახის კანზე ბამბის დისკის ან კოსმეტიკური ფუნჯის გამოყენებით და გაიჩერეთ 15 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი.

  5. ბანანის კანი და საფუარი
    შეურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი ბანანის კანისგან დამზადებული ფაფისებრი მასა და ნახევარი სუფრის კოვზი უბრალო საფუარი. მიღებულ მასაში ჩაამატეთ იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენცია. წაისვით ეს საშუალება სუფთა კანზე ბამბის დისკის გამოყენებით და გაიჩერეთ 15 წუთით. დაიბანეთ სახე თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

    საფუარი წმენდს ჩვენი კანის ფორებს ჭუჭყისგან. ყოველი პროცედურის შემდეგ თქვენი სახის კანი სრულყოფილებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.

  6. ბანანის კანი და თაფლი
    ბლენდერის გამოყენებით დაამზადეთ ფაფისებრი მასა ერთი ბანანის კანისგან და ჩაამატეთ მასში ნახევარი სურის კოვზი ნატურალური თაფლი - უნივერსალური ნიღაბი, რომელიც ფლობს ანტიბაქტერიულ და დამატენიანებელ ეფექტს, მზად არის! მომზადებული მასა ბამბის დისკის გამოყენებით წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ დაახლოებით 15 წუთით. ნარევი აუცილებლად ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ბანანი არა მხოლოდ უგემრიელესი ხილი, არამედ სახის კანის მოსავლელი არაჩვეულებრივი საშუალებაა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!