ართრიტის სამკურნალო რეცეპტი, რომელიც დაგავიწყებთ ექიმს და ქიმიურ პრეპარატებს!

ართრიტის სამკურნალო რეცეპტი, რომელიც დაგავიწყებთ ექიმს და ქიმიურ პრეპარატებს!
გთავაზობთ ართრიტის სამკურნალო ხალხურ საშუალებას. ეს რეცეპტი ბებიაჩემის ჩანაწერებში ამოვიკითხე. ახლა მხოლოდ ამ წამალს ვიყენებ - აღარც ექიმი მჭირდება და აღარც ქიმიური პრეპარატები.

ართრიტის დროს უნდა მოამზადოთ ასეთი საცხი:
ინგრედიენტები:
  • 50 გრ ქაფური
  • 50 გრ მშრალი მდოგვის ფხვნილი
  • 100 გრ სპირტი
  • 100 გრ კვერცხის ცილა

მომზადების და გამოყენების წესი:

აიღეთ 50 გრ ქაფური, 50 გრ მშრალი მდოგვის ფხვნილი, 100 გრ სპირტი 100 გრ კვერცხის ცილა. სპირტში გახსენით ქაფური, შემდეგ მდოგვი. ცალკე ათქვიფეთ ცილა, შემდეგ ორივე ნაერთი აურიეთ. მიიღებთ თხიერ საცხს, რომელიც მტკივნეულ ადგილებში უნდა შეიზილოთ ღამით, დაძინებამდე. შეზელვისას სულ ნუ შეიშრობთ სითხეს - ხელი სველი უნდა დაგრჩეთ. შემდეგ საცხიანი ადგილი მშრალი პირსახოცით დაიზილეთ. ასე მოიქეცით რეგულარულად და აუცილებლად იგრძნობთ შვებას.

ექიმის კომენტარი:

რეცეპტში შემავალი კომპონენტებით ანთებითი კერის გარეგანი დაზელის შედეგად სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება სასახსრე და ირგვლივ მდებარე ქსოვილებში, რაც გააუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და დაზიანებული კერის აღდგენას შეუწყობს ხელს. თუმცა გირჩევთ, ართრიტის შემთხვევაში აუცილებლად ჩაიტაროთ სათანადო გამოკვლევები დიაგნოზის დასაზუსტებლად, თუ ანთება ინფექციითაა გამოწვეული, მხოლოდ ადგილობრივი მკურნალობა შედეგს არ მოგცემთ.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი