ყველაზე მაცდური მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველაზე მაცდური მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ინტიმური ურთიერთობების სფერო აგებულია ფაქტორების კომპლექსზე, რომელზეც საბოლოო ჯამში დამოკიდებულია ობიექტური სურათი. მაგრამ საერთო მიმართულება, რომელსაც დაბადებიდანვე ვარსკვლავები გვაძლევენ, შენარჩუნებულია.

ვერძი
მამაკაცი ვერძები მოულოდნელობით აღსავსენი არიან, აქვთ მაღალი თვითშეფასება, მაგრამ უსაფუძვლოდ ნამდვილად არა. თუ ვერძთან გადაწყვიტეთ ურთიერთობა, მზად იყავით იმპულსურობისთვის საწოლში, მაგრამ იმავეს ნუ ელით ყოველდღიურობაში. ამ ნიშნის წარმომადგენლები ქალებთან დიპლომატიურები და ტაქტიანები არიან.

კურო
კურო ერთ-ერთი-სწორხაზოვანი ნიშანია. თუ ის თქვენით დაინტერესდა, ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს, მისი კომპლიმენტების წინასწარ გამოცნობა შეგიძლიათ. თუ ვინმეს მონუსხვა უნდა, მისი სიჯიუტე გაგაოცებთ. მას უმალვე სურს ამ ქალის მოპოვება. ნუ ეცდებით მათ შეცვლას, და მითუმეტეს, ნუ გეწყინებათ. კუროები უბრალოდ ასეთები არიან.

ტყუპები
ტყუპები შესანიშნავი მოსაუბრეები არიან. ხანდახან რთულია გაარკვიო, მას უბრალოდ მეგობრობა სურს თუ სასიყვარულო ურთიერთობა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თავადაც არ იციან, რა სურთ. ცვალებადი ხასიათის გამო საკუთარ ქმედებებს ტავად ტყუპებიც კი ვერ ხსნიან.

კირჩხიბი
კირჩხიბები ყველაზე მგრძნობიარე მამაკაცები არიან. ვერცერთი ქალი ვერ უსაყვედურებს მას უყურადღებობას ან სიცივეს. ის საკუთარ თავშია ჩაფლული, მაგრამ თქვენც ყურადღებით გაკვირდებათ. თუ უყვარხართ, ამას უმალვე შეამჩნევთ. მაგრამ ყველაზე მთავარი - კირჩხიბი გულწრფელად გაგიღებთ კარს საკუთარ სამყაროში.

ლომი

ლომები საკუთარი თავით ტკბებიან და არასოდეს მალავენ ამას. როდესაც მასთან ურთიერთობ, ხვდები, თუ რატომ აქვს ასეთი მაღალი თვითშეფასება - ძალიან დამაჯერებელია. ლომს შეუძლია ყველაზე იაფფასიან მეძავთან გაატაროს ღამე, მაგრამ თავისთვის ნამდვილ დედოფალს ეძებს. თუ მისი ინტერესის სფეროში მოხვდით, ნამდვილად გაგანებივრებთ.

ქალწული
ქალწულები საკუთარი თავისადმი მომთხოვნები არიან, ამიტომ, როცა სურთ, ქალებს თავი მოაწონონ, ცდილობენ კარგად გამოიყურებოდნენ, არ აკლებენ მზრუნველობას, ნაზად ექცევიან. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ არის ერთი ”მაგრამ”: შეიძლება არც არაფერი მოხდეს, თუკი პირველი ნაბიჯი თქვენვე არ გადადგით და პაემანზე არ მიიწვიეთ ქალწული.

სასწორი
სასწორთან ურთიერთობა ხანდახან ქალებს ძალიან აოცებს. ის ყველაფერს სერიოზულობით ეკიდება, განსაკუთრებით, სიყვარულს. მიიჩნევს, რომ ბალანსის დასაცავად ორივემ წვლილი უნდა შეიტანოს, და თუკი რაღაც მომენტში გაჩერდით, ისიც გაიყინება ერთ ადგილას.

მორიელი
მორიელი ყველაზე მგზნებარე ნიშანია. უამრავი ქალი, ვისაც მათთან საქმე ჰქონია, ახასიათებს მათ, როგორც ავადმყოფურად გაუმაძღარს. ნაწილობრივ ეს მართალიცაა, მაგრამ ჟინიანობა საკმარისი არ არის ქალის გულის მოსაპოვებლად. მორიელი არამხოლოდ გაგიჟებულია სექსზე, მან შესანიშნავად იცის, როგორ დაიპყროს ქალი.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები გამოცდილი გულთამპყრობელები არიან, შეუძლიათ ყველაზე უკარება ქალიც კი მონუსხონ. ერუდირებული, კომუნიკაბელური და საზრიანი მშვილდოსნები უცნობი მამაკაცისგან 5 წუთში თქვენი შეყვარებულის სტატუსს მოიპოვებენ. ეცადეთ, ეს მომენტი რაც შეიძლება ხანგრძლივად გაწელოთ, სხვაგვარად, მისი დაპყრობილი ქალების დიდ სიაში მოხვდებით.

თხის რქა
თხის რქა თქვენდამი ინტერესს არასდროს მალავს. თავს არიდებს ყურადღების ცენტრში ყოფნას და ხალხში ტრიალს, მაგრამ თუ აგირჩიათ, ამას პირდაპირ გაგაგებინებთ. მისი სექსუალური მოთხოვნილებები დიდია, რადგან ზოგადად მომთხოვნია ყველაფერში.

მერწყული
მერწყულები ხშირად დამპყრობელ ქალებზე ოცნებობენ, რადგან თავად უჭირთ რაიმეს გადაწყვეტა. ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებიდან, მერწყული ერთადერთია, ვინც ღალატისკენ არ არის მიდრეკილი. საყვარელ ქალზე საათობით გამოცდიან მოფერების სხვადასხვა სახეობებს, ამაში ახალ შეგრძნებებს პოულობენ.

თევზები
თევზები იოლად გამოდიან კონტაქტზე, და თუკი დააინტერესეთ, აუცილებლად მოგიყვებიან თავიანთ მისწრაფებებზე. თუ ენთუზიაზმით საუბრობენ, ე.ი. სურთ შთაბეჭდილების მოხდენა, მათთვის კი ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სექსში თევზები მომთხოვნები და მოულოდნელობებით აღსავსენი არიან.