მამაკაცების ნამდვილი ერთგულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცების ნამდვილი ერთგულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
გსურთ, შეიტყოთ, რომელი მამაკაცი არ მოგაყენებთ ტკივილს და ვის უნდა ენდოთ? FPAPARAZZI-მ სპეციალურად თქვენთვის მოამზადა ყველაზე ერთგული მამაკაცების რეიტინგი.

ვერძი

კაზანოვას გვირგვინი მისთვის არაა, ვერძი არასოდეს კარგავს თავს. ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ჩაკეტილად გამოიყურებიან, მაგრამ ნუ იფიქრებთ იმავეს მათ გრძნობებზე. ვერძები ძალიან ერთგულნი არიან, მათი სიყვარული ძლიერია. ისინი ვერ ხედავენ განსხვავებას სურვილებსა და გრძნობებში, რაც ერთგულების გარანტიას იძლევა.

ლომი
ნამდვილი მეფეა. ლომს უამრავ ხალხში გამოარჩევთ, ასეთ მამაკაცთან ყოფნა ნამდვილი სიამოვნებაა. ამასთან, ლომები ძალიან ერთგულნი არიან, ეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო ზოდიაქოს ნიშანია.

ქალწული
სანდოობა და პრაქტიკულობა, რომელიც უარყოფს რომანტიკის ნებისმიერ გამოხატვას. დაივიწყეთ ცეკვებზე მთვარიან ღამეში და სერენადებზე. მიუხედავად ამისა, ქალწულები აფასებენ ერთგულებას.

სასწორი
მამაკაცი-სასწორები დამპყრობლები არ არიან, მათთვის ნებისმიერი ცვლილება ტრაგედიის ტოლფასია. ამიტომ, დაივიწყეთ ღალატზე, ეს ქალწულის ბუნებას ეწინააღმდეგება.

თევზები
ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან კეთილები არიან, შეუძლიათ თანაგრძნობის გამოხატვა. ასეთი მამაკაცები ვერც კი გრძნობენ, როგორ მიეპარათ მათ ნელ-ნელა გრძნობები და დაუმკვიდრდათ გულში სიყვარული. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე სანდო ნიშანი.

თხის რქა
თხის რქას სტაბილურობა უყვარს. ხანგრძლივი დროა საჭირო, მას რომ შეუყვარდეთ, მაგრამ თუკი მოახერხეთ, დარწმუნებული იყავით, თხის რქა არასოდეს გაიფიქრებს ღალატზე.

ვერძი
ცხელი გული და ცარიელი თავი. შეყვარებულობის პერიოდში ვერძები შეუდარებელნი არიან. რომანტიკა და სენტიმენტები თავბრუს დაგახვევთ. მაგრამ როგორც კი მიზანს მიაღწევენ, ვერძები იწყენენ. ურთიერთობებში ამ ნიშნის წარმომადგენლები შესანიშნავი დამცველები და ქმრები არიან, მაგრამ ღალატისკენ მიდრეკილნი.

ტყუპები
არავითარი სტაბილურობა. ურთიერთობის დასაწყისში ტყუპები შეიცნობენ ახალს და მთლიანად ეძლევიან გრძნობებს, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი გაივლის, იკეტებიან საკუთარ თავში და აანალიზებენ სიტუაციას. თუ ანალიზი წარმატებული იქნება - ურთიერთობა გაგრძელდება. თუ არადა - ტყუპები იოლად წყვეტენ კავშირს.

კირჩხიბი
ნაზი და არასანდო. თავიდან მოგეჩვენებათ, რომ კირჩხიბი იდეალური მეოჯახეა, მისი მგრძნობიარობის გამო. შემდეგ კი შეამჩნევთ, რომ ის მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ზრუნავს. ასეთი მამაკაცები ყველაფერში გამართლებას პოულობენ, და მათი ღალატიც კი თქვენს წინააღმდეგ მოემართება.

მორიელი
იდეალური საყვარელი. მორიელი ლოგინში საუკეთესოა. მას არ სჭირდება ადვილად მისაწვდომობა, აინტერესებს აზარტი და ბრძოლა. მისი სული და სხეული მუდმივ კომფლიქტში იმყოფება. სულს ერთულება სურს, სხეულს კი... მაგრამ თუკი მან დაქორწინება გადაწყვიტა, ოჯახს როგორც ციხე-სიმაგრეს დაიცავს.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი თავის სახელს ამართლებს. ეს გახლავთ მუდმივი ექსპერიმენტატორები, არ აქვს მნიშვნელობა შედეგს, მთავარი პროცესია. მათთვის სიყვარული სპორტის სახეობაა, თამაში, თავგადასავალი. ქორწინდებიან მაშინ, როდესაც ხვდებიან, რომ იდეალური პარტნიორი არ არსებობს.

მერწყული
მერწყულს თხოვნა არ სჩვევია, ამიტომ, თუ ურთიერთობა გსურთ - გადადგით პირველი ნაბიჯი. მერწყულები ხშირად ერთგულნი არიან, ენდობიან პარტნიორს, მაგრამ რაოდენ პარადოქსალური არ იყოს, მათ შორის ყველაზე ხშირია განქორწინება. და ეს იმიტომ ხდება, რომ პარტნიორი დარწმუნებულია, რომ მერწყული სხვებისთვის მეტს აკეთებს, ვიდრე ოჯახისთვის. მერწყული წავა მაშინ, როდესაც იგრძნობს, რომ ”ოჯახს მიაჯაჭვეს”.